მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Hebrews 7:3

2. To whom also Abraham gave a tenth part of all; first being by interpretation King of righteousness, and after that also King of Salem, which is, King of peace;3. Without father, without mother, without descent, having neither beginning of days, nor end of life; but made like unto the Son of God; abideth a priest continually.4. Now consider how great this man was, unto whom even the patriarch Abraham gave the tenth of the spoils.
Hebrews თავი 7
3. Without father, without mother, without descent, having neither beginning of days, nor end of life; but made like unto the Son of God; abideth a priest continually.
ებრაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს (7,3).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არცა წერილ არს თუ ოდეს იშვა, არცა თუ ოდეს მოკუდა.

საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):

...ორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: „უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ" (). მაგრამ, იტყვი, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მამის გარეშე, დედის გარეშე და არ ჰქონდეს არც დღეთა დასაბამი, არც ცხოვრების დასასრული? შენ გესმა, რომ ის ხატი იყო; მაშ, ნუ გიკვირს და ნუ ეძებ ხატში ყველაფერს: ის ხატი აღარ იქნებოდა, თუ ყველაფერი ექნებოდა, რაც მხოლოდ თავად ჭეშმარიტებისთვის არის დამახასიათებელი. მაშ, რას ნიშნავს მის შესახებ ნათქვამი? იმას, რომ როგორც ის, რადგან მისი მშობლები არ არიან მოხსენიებულნი, მამისა და დედის არმქონედ იწოდება, და, რადგან საგვარტომო ნუსხა არ ჰქონდა — ნათესავ-მოუხსენებლად, — ასევე ქრისტეც, რადგან ზეცაში დედა არ ჰყავს, ხოლო მიწაზე მამა, ნათესავ-მოუხსენებლად იწოდება და არის. შეხედე, როგორ პატრიარქისთვის გაწეული პატივის მეშვეობით, საიდუმლოება მოგვეწოდება. „გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ" მელქისედეკმა. ხატს ხედავ და ჭეშმარიტებაზე იფიქრე, და დაუკვირდი საღვთო წერილის ძალას, როგორ წინასწარ და დიდი ხნით ადრე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...კუეთუ არა თანადაუსაბამო არს მამისა, ვითარ სთქუა, თუ: უსაზღვრო არს ცხორებაჲ მისი? რამეთუ უკუეთუ დასაბამი აქუს, დაღაცათუ დაუსრულებელი აქუს ცხორებაჲ მისი, არავე უსაზღვრო არს, რამეთუ უსაზღვროჲ ორკერძოვე ჯერ-არს უსაზღვრო-ყოფად, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ“, რომლითა მოასწავებდა დაუსაბამოებასა და დაუსრულებელობასა მისსა.

რამეთუ ვითარცა დასასრული არა აქუს, ეგრეთვე არცა დასაბამი აქუს, და არცა აქა დასასრული არს, არცა მუნ - დასაბამი. ანუ რომელი-იგი ცხორებაჲ არს სამარადისოჲ, ვითარ იყო ჟამი, ოდეს იგი არა იყო? რამეთუ ცხორებაჲ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა მარადის იყოს და დაუსაბამოდ და დაუსრულებელად იყოს, ვითარცა-იგი არსცა.

უკუეთუ კულა იყო ოდეს ჟამი, რაჟამს იგი არა იყო, ვითარ არს იგი ცხორებაჲ ყოველთაჲ, რომელი თჳთ ოდესმე არა იყო? გარნა იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი: და ვითარ იოვანე თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, და არა თქუა, თუ: დაუსაბამოდ იყო? ამაოო და ცუდო, პირველი გესმა და ამას არა ისმენა, ვითარმედ იყო სიტყუაჲ პირველითგან, იყო მარადის, და არაოდეს ყოფილ არს ჟამი, ოდეს არა იყო? ანუ ოდეს მამისათჳს იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“,...

სრულად ნახვა