...შევამკოთ, რათა ბრწყინვალე და მბზინავი სულიერი სილამაზის მოპოვებით ზეციერი მეუფე მოვიზიდოთ, და მან ჩვენში სამკვიდრებლის შექმნა კეთილ ინებოს: რადგან ის, სადაც კი კეთილშობილ სულს იხილავს, მაშინვე იქ მოდის. თავადვე თქვა: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?" (). ხედავ, რომ თავადვე მიგვითითებს ყველა სულიერ სამკაულზე, რომელთაც სულის კეთილშობილების ბრწყინვალედ ქცევა შეუძლიათ! „მდაბალსა ზედა, — ამბობს, — და მყუდროსა და მძრწოლარესა", შემდეგ კი იმასაც დაურთავს, საიდანაც ყველა სხვა სათნოება მომდინარეობს: „და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა". რას ნიშნავს: „მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა"? ნიშნავს — ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი საქმეებით ღვთის მცნებებისადმი მორჩილებას ავლენს, როგორც სხვაგანაც ნათქვამია: „ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით" (). ჩვენც, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი მსახური ჩვენს ბრძანებებს დიდი მოშურნეობით, შიშითა და კრძალვით ასრულებს, მას მეტ კეთილგანწყობას და წყალობას ვუჩვენებთ; და მით უფრო მეტად გაგვიწევს წყალობას ჩვენი სახიერი უფალი. ამიტომაც თქვა: **„ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალ...