...რომ დაფარა, რომელიც იმდროინდელ ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული იყო და ყოველგვარ სიბილწეს ზიდავდა, და ურჯულო ადამიანთა ყოველგვარი ბოროტება აღკვეთა, გაწმინდა მიწა, რომელიც უწმინდური გამხდარიყო თავისი მცხოვრებთა ბოროტების გამო, ხოლო ისინი სასჯელით განასვენა: „რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს", — ამბობს წერილი (). ახლა ხედავ, როგორ ხშირად ურწმუნოთა მეშვეობითაც წინასწარნიშნავს ღვთის განგება მომავალს? ასევე ამ მამამთავარსაც მშობლებმა სახელი დაარქვეს, წინასწარნიშნეს რა, რომ იგი გადმოსახლებული იქნებოდა და მდინარის გადალახვით უცხო მიწაზე წავიდოდა. მაშ, ამბობს ღმერთი აბრაამისადმი, თუ მშობლების მიერ მოცემული სახელი შენს იქიდან აქეთ გადასახლებას წინასწარნიშნავდა, მიიღე ამ სახელზე ასოს დამატება, იმის წინასწარნიშვნად, რომ მრავალი ხალხის მამა გახდები. შენიშნე, რა ზედმიწევნითია სიტყვები. არ თქვა: ყველა „თესლთა", არამედ მხოლოდ „მრავალთა". რადგან იყვნენ სხვა ხალხებიც, რომლებიც იქიდან განდევნილნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ მართლის შთამომავლობას თავისი მემკვიდრეობა მიეღო, ღმერთი ამბობს: „მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ". ვიცი შენი სათნოების სიდიადე, ამიტომ მრავალი ხალხის მოძღვრად დაგადგინებ, **„და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათეს...