...მებს სიტყჳთა თჳსითა, ამისთჳსცა არცა წარწყმედაჲ მათი შეჰრაცხა ყოვლადვე. შვილთა თჳსთა ყოველთა ღმრთისმოშიშებითა ზრდიდა; რომელი-იგი უცნაურთაცა ბრალ-თა მათთათჳს მსხუერპლსა შესწირვიდა, ოდესმცა შეუნდო მეცნიერებით ცოდვად?
ისმინე სიწმიდისათჳსცა წურთილებაჲ მისი: „საზღვარი დავდევო თუალთა ჩემთა არა მიხედვად დედაკაცსა უცხოსა“. ამისთჳსცა არცა ცოლსა თჳსსა მიერჩდა სიტყუად უჯეროებისა. ამისთჳსცა განკჳრვებულ ვარ, ვითარ, იცოდა რაჲ ეშმაკმან ესევითარი იგი კეთილსა შინა წურთილობაჲ მისი, იკადრა ბრძოლად მისა. გარნა უკეთური არს ბოროტი იგი, არაოდეს წარიკუეთს სასოებასა ბრძოლისასა, რომელ-ესე უმეტესი დასასჯელი არს ჩუენი, რამეთუ იგი არაოდეს წარიკუეთს სასოებასა წარწყმედისა ჩუენისასა, და ჩუენ წარვიკუეთთ სასოებასა ცხორებისა ჩუენისასა. ხოლო წყლულებასა მას გუამისასა და მოწევნასა სენთასა იხილე, ვითარ იწურთიდა ნეტარი იგი: ვინაჲთგან მისდა ესევითარი არარაჲ სადა შემთხუეულ იყო, არამედ მარადის დიდებასა და შუებასა შინა აღზრდილ იყო, სხუათა ხედვიდა უძლურთა და განრღუეულთა და თავსა თჳსსა მზაჰყოფდა ესევითარისათჳს. და ამას მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს: „შიში, რომელი მეშინოდა, მოიწია ჩემ ზედა, და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე“; და კუალად...