მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 11:48

47. Then gathered the chief priests and the Pharisees a council, and said, What do we? for this man doeth many miracles.48. If we let him thus alone, all men will believe on him: and the Romans shall come and take away both our place and nation.49. And one of them, named Caiaphas, being the high priest that same year, said unto them, Ye know nothing at all,
John თავი 11
48. If we let him thus alone, all men will believe on him: and the Romans shall come and take away both our place and nation.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ჯაჲ მისი, რაჲთა იგი ყოველნი დაბრკოლდენ. ხოლო ქრისტემან მათი იგი უკეთურებაჲ უფროჲსღა ჭეშმარიტებისა გამოსაჩინებელად იჴმარა, რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ და ბრწყინვალე სიკუდილი მისი, რომლი-თა ყოველნი ვცხონდით. და ვითარცა იტყოდეს: მოვკლათ იგი, რაჲთა არა მოვიდენ ჰრომნი და წარიღონ ქუეყანაჲ და ქალაქი ჩუენი, და ვინაჲთგან მოკლეს, აღესრულა მოსლვაჲ იგი ჰრომთაჲ; ეგრეთვე აქა, ამისთჳს ენება განცხადებულად ჯუარ-ცუმაჲ მისი, რაჲთა სახელსა დიდებისა მისისასა ავნონ, ხოლო იქმნა წინააღმდგომი ნებისა მათისაჲ.

ამისთჳს, ოდეს ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ“, და კუალად ჰრქუა: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცჳთ“, არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოვ...

სრულად ნახვა