მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 14:3

2. In my Father's house are many mansions: if it were not so, I would have told you. I go to prepare a place for you.3. And if I go and prepare a place for you, I will come again, and receive you unto myself; that where I am, there ye may be also.4. And whither I go ye know, and the way ye know.
John თავი 14
3. And if I go and prepare a place for you, I will come again, and receive you unto myself; that where I am, there ye may be also.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა სადაცა მე ვიყო, თქუენცა იყვნეთ“ (14,3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ესეოდენი მაქუს ამის საქმისათჳს მოსწრაფებაჲ, უკუეთუმცა არა პირველითგან განმზადებულ იყო, „წარ-მცა-ვედ და განგიმზადე თქუენ ადგილი, და მო-მცა-ვედ და წარგიყვანენ“ (14,3), რაჲთა ესრეთ იყვნენ იგინი მინდობილ და სავსე სასოებითა. ხოლო რაჲ-თა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ნუგეშინის-საცემელად ეტყჳს მათ და არა ესრეთ არს, ამისთჳს შესძინა და ჰრქუა:

თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).:

...სგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).

თარგმანი: რომელი არს აღთქუმაჲ იგი საუფლოჲ ახალთა ცათა და ქუეყანისა დაბადებისათჳს? გარნა თუ რაჟამს გესმას: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" () და "მე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ" (); ხოლო სიმართლისა მკჳდრობაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ეშმაკი სრულიად განქარდეს და ცოდვაჲ ყოვლად უქმ იქმნეს.

მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).

თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც მას და ელის სინანულსა ყოველთასა. ამისვე პირისათჳს მისვე სულისა მიე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, რამეთუ მოვიდე თქუენდა“ (14,18).:

...ა მე არღარა გიხილევდი, „რამეთუ მეცა მოვიდე თქუენდა, არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. რამეთუ ვინაჲთგან დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“, ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“, და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედღა, და სოფელი არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე“ (14,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოვალ თქუენდა მომართ, არამედ არა ესრეთ, ვითარცა პირველ, არამედ თქუენდა მომართ ოდენ, რამეთუ სულიცა ესევითარი არს თქუენდა მომართ ოდენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყ...

სრულად ნახვა