მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 14:7

6. Jesus saith unto him, I am the way, the truth, and the life: no man cometh unto the Father, but by me.7. If ye had known me, ye should have known my Father also: and from henceforth ye know him, and have seen him.8. Philip saith unto him, Lord, shew us the Father, and it sufficeth us.
John თავი 14
7. If ye had known me, ye should have known my Father also: and from henceforth ye know him, and have seen him.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: მე ვიდრე ვალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად აწ, ხოლო მომდევდე ამისა შემდგომად“ (13,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიყუარული და ცეცხლისა უმჴურვალჱს, და ზეცისა სიმაღლედ მიიწევის, და არარაჲ სოფლისა საქმეთაგან იქმნების დამაყენებელ მისა. რამეთუ მჴურვალესა მას გულითა პეტრეს ესმა რაჲ, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, მეყსეულად ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ (13,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა მოტყინარისა მისგან სურვილისა, რომელი აქუნდა შედგომად მისა, არამედ ვერ ჰკადრა განცხადებულად თქუმად, ვითარმედ: შეგიდგე შენ, არამედ ოდენ ჰკითხავს. ხოლო უფალმან არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისა მიმართ მისისა მიუგო, ვითარმედ: „ვიდრე მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად“. აწ ჰხედავა, რამეთუ მისლვაჲ უნდა მის თანა? ამისთჳს ჰკითხვიდა, ხოლო ესმა, ვითარმედ: „შემდგომად ამისა მომდევდე“, და ვერვე დაამდოვრა სურვილი თჳსი, არამედ ესრეთ ისწრაფა, ვიდრეღა ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).:

...ესუ, ვითარმედ: „უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ჰკითხა ფილიპეცა და თომაცა მამისათჳს, და არარაჲ განცხადებული უთხრა მათ. ამისთჳს ინება ფილიპეცა კითხვად, ვი-თარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და ჩუენ სხუაჲ არარაჲ გჳჴმს“. და ქრისტესა ეთქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“, ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, ვითარმცა იგი სრულებით იცოდა, არამედ ქრისტემან დაადგინა იგი გზასა ზედა და არწმუნებდა, ვითარმედ მის მიერ იცნობების მამაჲ, არამედ მას თუალითა ჴორციელითა ენება ხილვაჲ მისი, ნუუკუე ამისთჳს, რამეთუ ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ვითარმედ იხილეს ღმერთი, არამედ ვერცა სადა მათ იხილეს ბუნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ხილვანი, განყოფილებით ქმნულნი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“; და კუალად უფალი იტყჳს: „არცა ჴმაჲ მისი გასმიეს, არცა პირი მისი გიხილავს“; და კუალად წერილ არს: „არავინ იხილოს პირი ჩემი და ცხოვნდეს“; ხოლო ქრისტემან მხილებისსახედ ჰრქუა მას: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე?“ და იგი მამასა ეძიებდა ხილვად, არამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

...ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რ...

სრულად ნახვა