მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 15:1

1. I am the true vine, and my Father is the husbandman.2. Every branch in me that beareth not fruit he taketh away: and every branch that beareth fruit, he purgeth it, that it may bring forth more fruit.
John თავი 15
1. I am the true vine, and my Father is the husbandman.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (15,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? და მოქმედებაჲ უჴმსა ძესა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე იგავი არა ამას მოასწავებს. და იხილე, თუ რაზომითა გამოწულილვითა იწყებს იგავსა მას, რამეთუ არა იტყჳს, თუ: ძირნი მიიღებენ მოღუაწებასა მოქმედისასა, არამედ რტონიო; რამეთუ ძირისათჳს არა თქუმულ არს აქა, არამედ რაჲთა ცნან, ვითარმედ თჳნიერ მისისა ძალისა ვერარას შემძლებელ არიან ქმნად, და ვითარმედ ესრეთ უჴმს შეყოფაჲ სარწმუნოებასა მისსა, ვითარცა ვაზი ვენაჴისადა.

მოძღვრება რაჭის უეზდის სოფლის ზნაკვის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...

სრულად ნახვა
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმეონისა და ლევის განსჯა და იუდას წინასწარმეტყველება (49:5-11):

...ევს, თითქოს ვიღაცამ ვირის კიცვი ვაზის რტოსთან მიაბა, — ამით ძალაუფლების სიდიადესაც და ხალხთა დიდ მორჩილებასაც გამოხატავს. ეს ვირის დიდი სიმშვიდის ნიშანია, რომ არ ეწინააღმდეგება, როცა ვაზის რტოსთან აბამენ. ხოლო ვაზს თავადვე ამსგავსებდა ქრისტე თავის სწავლებას: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს" (). ვაზის რტოებად კი ქრისტეს მცნებათა სიმშვიდესა და სჯულის სიმსუბუქეს უწოდა და ამით წინასწარმეტყველებდა, რომ წარმართები იუდეველებზე უფრო ადვილად მოიქცევიან სარწმუნოებისკენ. „განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი".

3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29)

იხილე, როგორ აღნიშნა აქ მთელი საიდუმლო. საიდუმლოთა ზიარნი იციან, რას ნიშნავს ეს სიტყვები: „განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი". სამოსლის ქვეშ, ვფიქრობ, სხეული იგულისხმება, რომლის ტარებაც ცხონების აღსასრულებლად ქრისტემა ღირსებად მიიღო. შემდეგ, ზუსტად რომ ეჩვენებინა, რას უწოდა „ღვინოს", იაკობი დაუმატებს: „და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი". იხილე, როგორ აღნიშნა სისხლის სახელდებით მსხვერპლშეწირვაც და ჯვარიც და საიდუმლოთა მთელი განგებულებაც. **„მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად:

...წარხჳდე, არცა შეუღლებაჲ ჴართაჲ მოჴნვად ქუეყანისა, არცა ზრუნვაჲ წჳმისათჳს, ანუ შიში სეტყჳსაჲ, გინა აღ-ძრვაჲ ზღჳსაჲ, ანუ შიში კლდეთაგან ზღჳსათა; არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უჴმს, - რაჲთა განაბნიო საფასე, - და სხუაჲ ყოველივე მან მუშაკმან ქმნას, რომლისათჳს იტყჳს ქრისტჱ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მუშაკი არს“. ვითარ უკუე არა ბოროტ არს, უკუეთუ ესე სადა უშრომელად მოგუეცემის, ყოველნივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა-იგი ფრიადი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ და უცნაურ არს, თუ იქმნასა, თუ არა, და მუნ ყოველსავე მოსწრაფებასა ვაჩუენებთ? ნუ, გევედრები, ნუ ვართ ესრეთ უდებ ჩუენისა ცხორებისათჳს, არამედ სადა-ესე შრომაჲ არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რაჲთა საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“ (3,12).:

...ითა“ (3,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო სატანჯველი ოდენ აჴსენა, ხოლო აქა მსაჯულსაცა გჳჩუენებს და ტანჯვისა მის დაუსრულებელობასა წარმოიტყჳს: „ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. ჰხედავა, ვითარმედ იგი არს უფალი ყოვლისაჲვე და იგი არს მოქმედი ყოველთაჲ, დაღაცათუ სხუასა ადგილსა მამასა იტყჳს მოქმედად: „მამაჲ ჩემი მოქმედი არსო“. რამეთუ ერთ არს ბუნებაჲ და არსებაჲ და ძალი მამისა და ძისაჲ. ხოლო ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ შრომაჲ რაჲმე საჴმარ არს მისდა, ამისთჳს სხჳთა სახითა გულისჴმა-გჳყოფს სიადვილესა მას, რომელ არს მისდა ყოველსავე შინა, რავდენი ენებოს ქმნად, და ეგრეთვე განრჩევასა მას კეთილთა და ბოროტ-თასა და განწმედასა სოფლისასა ყოვლისავე არაწმიდებისაგან, და იტყჳს: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“. რამე-თუ აწ ყოველივე აღრეულად მდებარე არს, დაღაცათუ ბრწყინავს იფქლი იგი, არამედ ბზეს თანააღრეულ არს და ვითარცა კალოსა ზედა ძეს, არა ვითარცა საუნჯესა; ხოლო მაშინ ადვილ და უცთომელ იყოს განრჩევაჲ იგი და განყოფაჲ, და შეკრებაჲ იფქლისაჲ საუნჯეთა, დღესა მას განკითხვისასა, რომელ არიან მართალნი, ხოლო ბზისაჲ მის, რომელ არია...

სრულად ნახვა