მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 5:24

23. That all men should honour the Son, even as they honour the Father. He that honoureth not the Son honoureth not the Father which hath sent him.24. Verily, verily, I say unto you, He that heareth my word, and believeth on him that sent me, hath everlasting life, and shall not come into condemnation; but is passed from death unto life.25. Verily, verily, I say unto you, The hour is coming, and now is, when the dead shall hear the voice of the Son of God: and they that hear shall live.
John თავი 5
24. Verily, verily, I say unto you, He that heareth my word, and believeth on him that sent me, hath everlasting life, and shall not come into condemnation; but is passed from death unto life.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (5,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ისწრაფის განქარვებად იჭჳსა მის, რომელი აქუნდა მათ, თუ წინააღმდგომი არს ღმრთისაჲ, და შეშინებითაცა და კეთილისა ქადებითა წინააღდგომასა მისსა აყენებს? და აქაცა დაამდაბლებს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს ჩემი, თუ არა, კუალადმცა ზუაობაჲ დაეწამა მისდა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავლისა ჟამისა და მრავალთა სასწაულთა ესე ვერ გულისხმა-ყვეს და ჰრქუეს მას: „აბრაჰამ მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყდეს, და შენ ვი-თარ იტყჳ, თუ: რომელმან ისმინოს სიტყუაჲ ჩემი და ჰრწმენეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ?“ და ამისთჳს, რაჲთამცა არა აწცა განმჴეცდეს, თქუა ესრეთ, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ ესე არამცირედ შესაწყნარებელ-ჰყოფდა სიტყუასა მისსა, რაჲ-თამცა ცნეს, ვითარმედ მამისა სარწმუნოებასა ქადაგებს, და უკუეთუმცა ესე გულსმოდგინედ შეიწყნარეს, სხუაჲცამცა უადვილჱსად ჰრწმენა. და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ მდაბალნიცა სიტყუანი მაღალთავე...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...სათნო ქრისტიანებს, ისინი გარდაცვალებისთანავე სრულიად ახალ, მადლითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას იწყებენ უფლის სავანეებში.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ გარდაიცვალება სიკვდილიდან სიცოცხლეში“ (),- ბრძანებს მაცხოვარი.

თუმცა სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.

ჩვენ ვიცით, რომ „როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“ (I კორინ. 15,23), ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისასთნო სულნი სულიერ სხეულს შეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.

საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას, ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.

ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; ; ; და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“. ხოლო აწ, უკუეთუ მდაბალთა სიტყუათა მეტყუელებაჲ სარწმუნოებასა მოატყუებდა და მაღალთაჲ - ურწმუნოებას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...პატივ-სცემს მამასა“; და ვითარმედ: „ჯერ-არს ვითარცა მამისაჲ, ეგრეთვე ძისა პატივი“; და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ...

სრულად ნახვა