მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 5:25

24. Verily, verily, I say unto you, He that heareth my word, and believeth on him that sent me, hath everlasting life, and shall not come into condemnation; but is passed from death unto life.25. Verily, verily, I say unto you, The hour is coming, and now is, when the dead shall hear the voice of the Son of God: and they that hear shall live.26. For as the Father hath life in himself; so hath he given to the Son to have life in himself;
John თავი 5
25. Verily, verily, I say unto you, The hour is coming, and now is, when the dead shall hear the voice of the Son of God: and they that hear shall live.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ“ (5,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“, და რაჲთა არა სიტყუაჲ ოდენ იყოს და ტყუვილად შეჰრაცხონ მათ, ამისთჳსცა საქმისაცა ჭეშმარიტებასა გამოაჩინებს, ვითარმედ: „მოვალს ჟამი“, და რაჲთა არა შორს მოელოდიან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „აწვე არსო, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი“ და ცხოვნდენ. იხილე აქაცა ჴელმწიფებაჲ მიუთხრობელი, რამეთუ ვითარცა მერმესა აღდგომასა, ეგრეთვე აწ იყოსო, რამეთუ მა-შინ ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღვდგეთ და აწცაო, ვიდრე მე თქუენ თანა ვიყო, იქმნეს ესე საქმჱ. და მერმე შემოიღებს სიტყუასა დამამტკიცებელსა ამის პირისასა და იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).:

...სახითა ჩუენებად თჳსისა ერთობისა მამისა თანა, არამედ ვერ ძალ-ედვა ერსა მას მაღალთა მათ საქმეთა გულისხმის-ყოფად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს, რომლისათჳს იტყოდა: „მოვალს ჟამი, რა-ჟამს მკუდართა ისმინონ ჴმაჲ ძისა კაცისაჲ, და რომელთა ესმეს, ცხოვნდენ“. და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ სხჳსა მიერ მოიღო ძალი იგი, ამისთჳს პირველითგანვე გასწავა შენ და საქმეთა მიერ გამოაჩინა; და არა თქუა, თუ: აღდეგ, არამედ: „გამოვედ გარე!“ ვითარცა ცხოველსა ეტყოდა მომკუდარსა მას. რაჲმცა იყო ამის ჴელმწიფებისა სწორი? აწ არა გულისხმა-ჰყოა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას ლოცვაჲ, არამედ ერისა მისთჳს იტყოდა? ვითარცა თქუა, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ჰრწმენა, არად საჴმარ იყო ლოცვაჲ. რამეთუ უკუეთუმცა არა იყო ლოცვაჲ იგი მისდა არასაჴმარ, რაჲსათჳს მათ ზედა დადვა მიზეზი იგი ლოცვისაჲ? ანუ რაჲსათჳს არა თქუა: რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ვარ სწორ შენდა? არამედ რაჟამს-იგი ჰგონებდეს, თუ დაჰჴსნის შჯულსა, ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...(შდრ. იოან. 5,23) და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა...

სრულად ნახვა