მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:4

3. His brethren therefore said unto him, Depart hence, and go into Judaea, that thy disciples also may see the works that thou doest.4. For there is no man that doeth any thing in secret, and he himself seeketh to be known openly. If thou do these things, shew thyself to the world.5. For neither did his brethren believe in him.
John თავი 7
4. For there is no man that doeth any thing in secret, and he himself seeketh to be known openly. If thou do these things, shew thyself to the world.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. რამეთუ არავინ იდუმალ რასმე იქმნ და ჰნებავნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (7,3-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელი სიტყუაჲ თქუეს ურწმუნოებისაჲ, რომელნი ევედრებოდეს მას სასწაულთა ქმნად? გარნა ფრიადისა ურწმუნოებისა სახე არიან სიტყუანიცა მათნი და უჟამოჲ იგი კადნიერებაჲცა, რამეთუ ჰგონებდეს, თუ თჳსებისა მათისათჳს ჯერ-არს კადნიერებით სიტყუაჲ მისა მიმართ. და დაწყებაჲ იგი ჩანს, ვითარცა მოყუარეთაჲ, არამედ ფრიადითა სიმწარითა სავსე არიან სიტყუანი ესე, რამეთუ მო-შიშებასაცა და დიდებისმოყუარებასაცა დასდებენ მის ზედა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ იდუმალ რასმე იქმნ“, მოშიშებისათჳს მაბრალობელთა სიტყუაჲ არს და რომელნი იჭუეულცა იყვნიან საქმეთა მათთჳს, ხოლო კუალად და ესე, თუ: „ჰნებავნ განცხადებულად ყოფაჲ“, დიდებისმოყუარებისა დამწამებელი არს.

ხოლო შენ გულისხმა-ყავ ძალი ქრისტესი, რამეთუ ამათგანნი, რომელნი ამათ სიტყუათა ეტყოდეს, ერთი იქმნა პირველ იერუსალჱმისა ეპისკოპოს, - ნეტარი იაკობ, - რომლისათჳს მოციქული პავლე იტყჳს: „სხუაჲ მოციქულთაგანი ვერ ვიხილეო, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“, და კუალად იუდა, და იგიცა ფრიად დიდ და საკჳრველ იქმნა. გარნა ჯერეთ ფრიად უმეცარ იყვნეს, დაღაცათუ ესენიცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...ათაცა მათთა იტყჳს უგუნურებითა სავსეთა. რამეთუ აიძულებდეს მისლვად იერუსალჱმდ არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ რაჲთა მოატყუან თავთა თჳსთა დიდებაჲ მის მიერ ქმნილთა სასწაულთაგან. ამისთჳს ეტყოდეს: „უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არავინ იდუმალ რასამე იქმნ და ჰნებავნ, ვითარმცა განცხადებულ იყო“. ამისთჳსცა თავადმან შეჰრისხნა მათ ჴორციელისა მის და კაცობრივისა გულისსიტყჳსა მათისათჳს. ეგრეთვე აქა, ამით ესევითარითა უგულისჴმოებისა გულისსიტყჳთა მივიდეს და არა ჯერ-იჩინეს მოძღურებისა მისისა სმენად, არამედ გარე დგეს და ეძიებდეს, რაჲთამცა თავადი განვიდა მათა, რამეთუ ვითარცა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს მას და ზუაობდეს სასწაულ-თათჳს მისთა. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან, რაჲთა მოიყვანნეს იგინი გულისჴმის-ყოფად და ცნან, ვითარმედ სათნოებისა მოგებაჲ თანააც, და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ არა კაცი არს ლიტონი, არამედ მხოლოდშობილი იგი ძე ღმრთისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ თუ უმეცარ იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ დიდსა მოვიდეს გულისჴმის-ყოფასა და საზომსა მიიწინეს მაღალსა მადლითა უფლისაჲთა და თჳსებაჲ იგი სათნოებისაჲ მოიგეს სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“.

ეჰა პატიოსნებაჲ სათნოებისაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:

...უარო სახიერო“, ვინაჲთგან არა გულისად, არამედ ლიქნისსახედ ეტყოდა სიტყუასა მას, არარაჲ ჰრქუა სიტყუაჲ შემადლებისაჲ, არამედ: „რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.

და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.

და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.

ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“....

სრულად ნახვა