მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:5

4. For there is no man that doeth any thing in secret, and he himself seeketh to be known openly. If thou do these things, shew thyself to the world.5. For neither did his brethren believe in him.6. Then Jesus said unto them, My time is not yet come: but your time is alway ready.
John თავი 7
5. For neither did his brethren believe in him.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. რამეთუ არავინ იდუმალ რასმე იქმნ და ჰნებავნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (7,3-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელი სიტყუაჲ თქუეს ურწმუნოებისაჲ, რომელნი ევედრებოდეს მას სასწაულთა ქმნად? გარნა ფრიადისა ურწმუნოებისა სახე არიან სიტყუანიცა მათნი და უჟამოჲ იგი კადნიერებაჲცა, რამეთუ ჰგონებდეს, თუ თჳსებისა მათისათჳს ჯერ-არს კადნიერებით სიტყუაჲ მისა მიმართ. და დაწყებაჲ იგი ჩანს, ვითარცა მოყუარეთაჲ, არამედ ფრიადითა სიმწარითა სავსე არიან სიტყუანი ესე, რამეთუ მო-შიშებასაცა და დიდებისმოყუარებასაცა დასდებენ მის ზედა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ იდუმალ რასმე იქმნ“, მოშიშებისათჳს მაბრალობელთა სიტყუაჲ არს და რომელნი იჭუეულცა იყვნიან საქმეთა მათთჳს, ხოლო კუალად და ესე, თუ: „ჰნებავნ განცხადებულად ყოფაჲ“, დიდებისმოყუარებისა დამწამებელი არს.

ხოლო შენ გულისხმა-ყავ ძალი ქრისტესი, რამეთუ ამათგანნი, რომელნი ამათ სიტყუათა ეტყოდეს, ერთი იქმნა პირველ იერუსალჱმისა ეპისკოპოს, - ნეტარი იაკობ, - რომლისათჳს მოციქული პავლე იტყჳს: „სხუაჲ მოციქულთაგანი ვერ ვიხილეო, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“, და კუალად იუდა, და იგიცა ფრიად დიდ და საკჳრველ იქმნა. გარნა ჯერეთ ფრიად უმეცარ იყვნეს, დაღაცათუ ესენიცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...მისა.

ხოლო კუალად ძეთა მათთჳს იოსებისთა, რომელთაცა თჳსებისა მისთჳსცა, რომელი აქუნდა, რამეთუ თესლისაგან და ტომისა დავითისა იყვნეს, და მათ თანა ზრდილობისა მისისათჳს ძმად მისა ეწოდებოდა, საცნაურ არს, ვითარმედ იგინი წესითა ზუაობისაჲთა მოუჴდეს, რამეთუ იოვანეცა იტყჳს მათთჳს, ვითარმედ: „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“, და სიტყუათაცა მათთა იტყჳს უგუნურებითა სავსეთა. რამეთუ აიძულებდეს მისლვად იერუსალჱმდ არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ რაჲთა მოატყუან თავთა თჳსთა დიდებაჲ მის მიერ ქმნილთა სასწაულთაგან. ამისთჳს ეტყოდეს: „უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არავინ იდუმალ რასამე იქმნ და ჰნებავნ, ვითარმცა განცხადებულ იყო“. ამისთჳსცა თავადმან შეჰრისხნა მათ ჴორციელისა მის და კაცობრივისა გულისსიტყჳსა მათისათჳს. ეგრეთვე აქა, ამით ესევითარითა უგულისჴმოებისა გულისსიტყჳთა მივიდეს და არა ჯერ-იჩინეს მოძღურებისა მისისა სმენად, არამედ გარე დგეს და ეძიებდეს, რაჲთამცა თავადი განვიდა მათა, რამეთუ ვითარცა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს მას და ზუაობდეს სასწაულ-თათჳს მისთა. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან, რაჲთა მოიყვანნეს იგინი გულისჴმის-ყოფად და ცნან, ვითარმედ სათნოებისა მოგებაჲ თანააც, და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ებ არა ქმარი იყო მარიამისი, არამედ ესრეთ საგონებელ იყო, და მამად იესუჲსაცა უწოდდეს, ეგრეთვე ძეთა მათ იოსებისთა ძმად ეწოდა მისა, რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, მრავალი იქმნა განგებულებით სიტყუაჲ დასაფარველად უთესლოჲსა მის და უხრწნელებით შობისაჲ. ამისთჳსცა იტყოდა მათთჳს იოვანე, ვითარმედ: „არცა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“. არამედ რომელნი-იგი პირველ ურწმუნოებით იყვნეს, იქმნეს უკუანაჲსკნელ დიდ და საკჳრველ, და უფროჲსად ნეტარი იგი იაკობ, ვიდრე-ღა ოდეს-იგი აღვიდეს პავლე და მისთანანი იერუსალჱმდ რჩულისათჳს კითხვად და წესთათჳს, მისა მივიდეს. რამეთუ ესრეთ საკჳრველი კაცი იყო, ვიდრეღა პირველი ეპისკოპოსი იგი იქმნა ქრისტეანეთაჲ, და წერილ არს მისთჳს, ვითარმედ ესოდენ ფიცხელი მოღუაწებაჲ აქუნდა, რომელ სრულიად ასონი მისნი მკუდარ იყვნეს, და მრავლისა ლოცვისა და მუჴლთდრეკისაგან და ზედაჲსზედა შუბლისა მისისა ქუეყანად დადებისაგან ესრეთ იქმნა შუბლი მისი დაბებკულ და დაკანებულ, რომელ არარაჲთა უმოლხინეს იყო მუჴლთა აქლემისათა, ესოდენ განზრქელებულ იყო ტყავი და განკაფებულ ჴორცნი მრავლითა მით მოღუაწებითა. ამან კუალად პავლეს, მისლვასა მას მისსა იერუსალჱმს, ასწავა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა პავლე იაკობისა, და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი, და მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მას...

სრულად ნახვა