მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 1:1

1. The book of the generation of Jesus Christ, the son of David, the son of Abraham.2. Abraham begat Isaac; and Isaac begat Jacob; and Jacob begat Judas and his brethren;
Matthew თავი 1
1. The book of the generation of Jesus Christ, the son of David, the son of Abraham.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ი გ ი ვ ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

აჰა ესერა მესამე დღე არს ესე, ვინაჲთგან ვიწყეთ სიტყუად და ჯერეთ დაწყებაჲ სახარებისაჲ ვერ განგიმარტეთ. არა ცუდად სადმე ვიტყოდე, ვი-თარმედ ფრიადი სიღრმე აქუს ძალსა ამათ სიტყუათასა. მოედით უკუე, ნაკლულევანებაჲ იგი დღეს აღვასრულოთ და ვიხილოთ, თუ რაჲ წინაგჳც საძიებელად. ეძიებენ ჯერეთ მეძიებელნი იოსებისთჳს, თუ რაჲსათჳს იტყჳს მშობელთა მისთა, ვინაჲთგან არა აქუს ზიარებაჲ შობასა შინა ქრისტესსა, ანუ რაჲსათჳს ყოვლადცა მითხოილ იქმნა მისდა ქალწული. არა უმჯობეს იყოა, რაჲთამცა სრულიად უთხოელ იყო, ვინაჲთგან უთესლოდ ეგულებოდა შობაჲ ქრისტესი? ამის უკუე ესევითარისათჳს ვთქუთ ზემოცა, ვითარმედ: ინება მახარებელმან, რაჲთა რჩულისაცა წესი დაიმარხოს, რომელი არა შეუნდობდა დედათა თესლ-ტომისა აღწერად, და ამისთჳს იოსებისთჳს ყო სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ესეცა რჩული იყო მტკიცე, რაჲთა სხჳსა ტომისაგან სხუასა ტომსა ვერ შეერთოს; ვინაჲთგან უკუე გამოაჩინა იოსებისი, ვითარმედ სახლისაგან დავითისა იყო, გამოჩნდებოდა, ვითარმედ ქალწულიცა მისვე სახლისაჲ იყო. თუ არა, ვერმცა მითხოილ იყო მისა.

აწ კუალად სხუაჲცა ვთქუა სიტყუაჲ და თუ რაჲსათჳს მიეთხოა ქალწული იოსებს; და ნუ ურწმუნო იქმნებით,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

გაჴსოვსა, რაჲ-იგი გუშინ გამცენ თქუენ და გევედრე დუმილით და მყუდროებით სმენად სიტყუათა ამათ წმიდისა სახარებისათა? რამეთუ დღეს მეგულების შესლვად კარსა დიდებულისა მის ქალაქისასა, ამისთჳს მცნებაჲ იგი აღგიჴსენე; რამეთუ უკუეთუ ებრაელთა, ეგულებოდა რაჲ მიახლებად მთასა მას მკუმოლვარესა, ბნელსა მას და ნისლსა და არმურსა, და არცა მიახლებად, არამედ შორით დგომად და სმენად და ხედვად, ბრძანებაჲ მოიღეს სამ დღე დედაკაცისა არა შეხებად და სამოსელთა განრცხად, და იყვნეს შიშსა შინა და ძრწოლასა, და მათ თანა მოსეცა, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა ესევითართა ამათ სიტყუათა გუეგულების სმენად და არა შორით ხედვაჲ მთისა მის მკმოლვარისაჲ, არამედ ტაძარსა მას ზეცისასა შესლვად, რომელ არს წმიდაჲ სახარებაჲ, გჳღირს უმეტესი კრძალულებაჲ; არა სამოსელთა მათ გარეშეთა განრცხაჲ, არამედ სამოსელთა მათ სულიერთა განწმედაჲ და ნივთთა მათგან ცოდვისათა განშორებაჲ. რამეთუ არა ნისლი იხილოთ, არცა კუამლი, არცა არმური, არამედ მეუფე ქრისტე, მჯდომარე საყდართა ზედა მიუთხრობელისა მის დიდებისათა და ანგელოზნი მთავარანგელოზთა თანა წინაშე მდგომარენი და ბევრეულნი კრებულნი წმიდათანი გარემო მისა. მუნ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:1 — სახარების დასაწყისი და ქრისტეს სახელები:

1.  წიგნი შობისა. - რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასნარმეტყველთა "ხილვა" ან "სიტყვა" ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: ხილვა, რომელი იხილა ესაია (), ან: სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი (). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას, ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა: "ხილვა, რომელი ვიხილე", ან "წარმოსახვა", არამედწიგნი შობისა.

იესო. - სახელი "იესო" ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. განგებულებიდან ღვთაებამდე აღმავალი სწავლება:

...მაგრამ, იქნებ ვინმემ ის იკითხოს: რატომ საუბრობს იგი ახლა ღვთაების შესახებ, როდესაც მანამდე სიტყვა განგებულებაზე წარმართა? იმიტომ, რომ მათეც ასე იქცევა. რადგან იგი ხორციდან იწყებს და შესავალს ასე დებს: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ (). ასევე ლუკაც და მარკოზიც; მხოლოდ იოანე კი სხვაგვარად. რადგან მან ჯერ ღვთაების შესახებ თქვა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (), და ღვთაებაზე ბევრი საუბრის შემდეგ მაშინ თქვა: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (). თუმცა იგი სახარების დაწერისას სხვების საპირისპირო რიგითაც მოიქცა, ამგვარადაც დიდი თანხმობა აჩვენა მათთან. ვინმე იტყვის: როგორ შეიძლება, საპირისპიროში თანხმობა იყოს? ნუთუ არ იცი, რომ ჭამა არჭამას ეწინააღმდეგება, სმა — არასმას, მიცემა კი — არმიცემას?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...ვე მოვაქციოთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ სხუათა მახარებელთა ყოველ-თავე განჴორციელებისათჳს უფლისა იწყეს თქუმად? რამეთუ მათე იტყჳს: „წიგნი შობისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავი-თისი“, და ლუკა დასაბამსა სიტყჳსასა ჰყოფს ნათლისმცემელისათჳს და ღმრთისმშობელისა, და მარკოზცა ესევითართავე სიტყუათა შინა იქცევის განკაცებისათჳს. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მათე ესრეთ იწყებს თქუმად, ხოლო იოვანე განჴორციელებისათჳსცა თქუა მცირედი რაჲმე შემდგომად ამისა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, და სხუასა ყოველსავე თანაწარჰჴდა: მუცლად-ღებასა, შობასა, აღზრდასა, და მეყსეულად დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს იწყო სიტყუად? ხოლო რაჲ არს ამისი მიზეზი, აჰა ესერა მიგითხრა თქუენ.

სხუათა ყოველთავე მახარებელთა სიტყუაჲ მათი განჴორციელებისათჳს ქმნეს, და შიში იყო, რაჲთა ნუუკუე ვიეთნიმე უნდონი გონები-თა ამათ სიტყუათა შინა დაშთენ და საღმრთოჲსა მის შობისათჳს ვერარაჲ გულისხმა-ყონ, რომელი-იგი პავლესცა შეემთხჳა სამოსატელსა. ამისთჳს სამართლად ყო დასაბამი სიტყჳსა თჳსისაჲ შობისა მისგან დაუსაბამოჲსა, რაჲთა ამის საქმისაგ...

სრულად ნახვა