მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 15:25

24. But he answered and said, I am not sent but unto the lost sheep of the house of Israel.25. Then came she and worshipped him, saying, Lord, help me.26. But he answered and said, It is not meet to take the children's bread, and to cast it to dogs.
Matthew თავი 15
25. Then came she and worshipped him, saying, Lord, help me.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად საქებელ არს დედაკაცი ესე, რომელმან ესოდენი აჩუენა სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე. პირველად ღაღადებდა: „შემიწყალე მე, უფალო!“ და არარაჲ მიუგო უფალმან; არავე უდებ იქმნა იგი, არცა სასოებაჲ წარიკუეთა და შეიქცა. შეეწყალა იგი მოწაფეთა, მოაჴსენეს მისთჳს იესუს, და მიუგო მათ სიტყუაჲ, უფროჲსადღა შემძლებელი შეწუხებად მისა. ესმა რაჲ ესე დედაკაცსა მას, ნუუკუე წარიკუეთაა სასოებაჲ ანუ დაიდუმა ვედრებაჲ? ნუ იყოფინ! არამედ უმჴურვალესნი სიტყუანი წარმოთქუნა.

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვყვით, არამედ ერთგზის თუ გინა ორგზის ვევედრნეთ და არა მივემთხჳნეთ თხოასა მას, მეყსეულად უდებ ვიქმნებით. გარნა დედაკაცმან მან არა ესრეთ ყო, არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ მოციქულნიცა ევედრნეს მისთჳს და არა მიემთხჳნეს თხოასა მას, არავე დაიჴსნა მწუხარებითა, არამედ შეიმოსა კადნიერებაჲ და ურცხჳნელობაჲ კეთილი, მიუჴდა და თაყუანის-სცემდა და იტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“

რაჲ არს ესე, დედაკაცო? არა თუ შენ უმეტესი მოციქულთაჲსა გაქუს კადნიერებაჲ? კადნიერებაჲ არცა ერთი მაქუსო, არამედ მრავლითაცა სირცხჳლითა სავსე ვარ, გარნა არა წარვიკუეთ სასოებასა, არამედ ვევედრები, ვიდრემდის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:21-28 — ქანანელი დედაკაცის რწმენა:

22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. - თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა...

სრულად ნახვა
მოძღვრება მეჩვიდმეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სახარებისა (მათ. 15, 22-28).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთობ უბრალო არის და მოკლე დღეს წარკითხული სახარება, გარნა იგი იპყრობს დიდსა საუჯესა სულიერისა სწავლისასა? თვით უბრალო და მოკლე მოთხრობა იგი დღევანდელისა სახარებისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა და ფრიად აღმაშენელეთა მაგალითთა და დარიგებათა. პირველად გასაკვირველი არის და ერთობ სახმარი და სასარგებლო მაგალითი თვით იმ უბრალო ქანანელი დედაკაცისა, რომლისა ლოცვასა და ვედრებასა აღწერს დღეს წარკითხული სახარება. რა გასაოცარი, შეურყეველი სარწმუნოება, გონიერება, სიმდაბლე და სიმშვიდე გამოიჩინა უბრალო სოფლის ქალმა წინაშე იესო ქრისტესა! იგი იყო ქანანელი, მაშასადამე, წარმართი. იგი სცხოვრებდა საზღვართა ზედა ურიასტანისათა, გაგონილი ქონდა იესო ქრისტეზე და მისთა სასწაულთა ზედა, იქნება კიდეც ნახა იგი მან ოდესმე და გაიგონა მისი სწავლა, ამისთვის მის გულში გაჩნდა შეურყეველი სარწმუნოება იესო ქრისტესადმი. ამ უბრალო, უსწავლელმა ქანანელმა დედაკაცმა აჯობა სარწმუნოებით თვით ურიცხვთა სწავლულთა, მწიგნობართა, ერის მოძღვართა, რომელნი ყოველდღე ხედვიდენ იესო ქრისტეს, კიდეც იცოდენ წიგნთაგან...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ქანანელი დედაკაცის რწმენის მაგალითი:

...ც დაინახა, რომ მოწაფეებმაც მეტი ვერაფერი გააკეთეს, და თავის თავს არ უთქვამს: თუ მათ ვერ შეძლეს თავიანთი შუამდგომლობით ჩემთვის ღვთის მოწყალების მოპოვება, მაშ, რატომ ვხარჯავ ძალას ამაოდ? პირიქით, თითქოს ცეცხლში იწვოდეს, აალებული სულითა და შემუსვრილი გულით, მიეახლა, თაყვანი სცა და თქვა: „უფალო, შემიწყალე მე!" (). მაგრამ ამის შემდეგაც არ მოხრილა ქალის ვედრებით, არამედ წინაზე უფრო მკაცრი პასუხი მისცა: „არა კეთილ არს, — ამბობს, — მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (). იფიქრე, საყვარელო, და გაუკვირდი ამ სულის ძალას და მისი რწმენის არაჩვეულებრიობას: ძაღლის სახელი რომ ესმა, არ შეწყენინებია, უკან არ დაიხია, არამედ დიდი კეთილგულობით თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" (). ვაღიარებ, რომ ძაღლი ვარ; ღირსი გამხადე, როგორც ძაღლი, ტრაპეზიდან ნამცეცებს მაინც. ხედავ ქალის რწმენასა და კეთილ სულს? მან თავის თავზე აიღო ნათქვამი და მაშინვე მიიღო სასურველი, და მიიღო დიდი შექებით. რა უთხრა ქრისტემ? „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (...

სრულად ნახვა
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის დაყოვნება მართლის განდიდებისთვის (16:3):

...ად ევედრებოდა. ასეთია მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულმოდგინებით მოდის: ყურადღებას არ აქცევს იმას, რასაც ეუბნებიან, არამედ მხოლოდ ერთზე ფიქრობს — როგორ მიაღწიოს სასურველს. სწორედ ასე მოიქცა ეს ქალიც. ის სიტყვები რომ მოისმინა, ისევ თაყვანს სცემდა, როგორც წერილი ამბობს, და ეუბნებოდა: „უფალო, შემიწყალე მე!" (). ის იცნობდა მეუფის გულმოწყალეობას, ამიტომაც ასეთ დაჟინებას იჩენდა. შეხედე კვლავ, რა ბრძენია მეუფე და რა საკვირველად წარმართავს საქმის მიმდინარეობას: ახლაც არ დაიხრება ქალის ვედრებისკენ, არამედ კიდევ უფრო მკაცრ და ხისტ პასუხს აძლევს. მან იცოდა ქალის სულის სიმტკიცე და სურდა, რომ არამხოლოდ ფარულად მიეღო ქველმოქმედება, არამედ, რომ მოწაფეებმაც ამ შემთხვევიდან შეიცნონ მისი დაყოვნების მიზეზი, და ყველა სხვამაც ისწავლოს, რა დიდია დაუცხრომელი ლოცვის ძალა და რა მაღალია ამ ქალის სათნოება. ამიტომ ამბობს: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (). შენიშნე აქ ქალის სულის სიმტკიცე, როგორ მოშურნეობის ცეცხლით ენთებოდა და ღვთისადმი რწმენით სულდგმულობდა, ასულის გამო დიდი მწუხარებით თითქოს ნაწლავები ეგლიჯებოდა და მკაცრი სიტყვებისგან არ ზურგს აქცევდა, არამედ ძაღლის სახელი რომ მოის...

სრულად ნახვა