თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვინაჲთგან ღირს იქმენ მოღებად მამისა მიერ გულისჴმის-ყოფაჲ ესევითარი და მქადაგე მე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისაჲ, ღირს-გყო შენ სიმტკიცესა სარწმუნოებისასა და საფუძველად ეკლესიისა გყო. „და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“. რომელსა კლდესა? ესე იგი არს, ამას ესევითარსა აღსაარებასა, ამას სარწმუნოებასა ზედა, რომელი აწ აღიარე, დაემტკიცოს ეკლესიაჲ ჩემი, და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ესე იგი არს: ვერ რომელმან ღონემან ანუ ბრძოლამან ეშმაკისამან შეუძლოს ამის აღსაარებისა და ამის სარწმუნოებისა, რომელი აწ ჰქადაგე, განქარვებად, არამედ ამას ზედა ეგოს ეკლესიაჲ ჩემი უკუნისამდე, ვითარცა კლდესა შეურყეველსა.
Matthew 16:18
17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. - ნეტარს უწოდებს პეტრეს, რადგან მან ცოდნა ღმრთეებრივი ძალით მიიღო. ეთანხმება რა მას, ამით უფალი აჩვენებს, რომ სხვა ადამიანთა აზრი მცდარია: ხოლო როცა მიმართა: ბარ იონა, ანუ ძეო იონასო, თითქოს, ეს უთხრა: როგორც შენ ხარ შვილი იონასი, ასევე მეც მამისა ჩემისა ზეციერისა, ერთარსი მისი. ცოდნას გამოცხადებას უწოდებს, რადგან ის, რაც დაფარული და შეუცნობელი იყო, მამისაგან განცხადდა.
18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.- თავის მხრივ, უფალი პეტრეს დიდ ჯილდოს ანიჭებს, კერძოდ, ეკლესია მასზე დაფუძნდება. რადგან პეტრემ იგი ძედ ღმრთისა აღიარა, ეუბნება: ეს აღსარება, რომელიც შენ აღიარე, მორწმუნეთათვის საფუძველი გახდება, რადგანაც ყოველი ადამიანი, რომელიც რწმენის შენობის აგებას განიზრახავს, საფუძვლად ამ აღსარებას დაუდებს; რადგან: ათასი სათნოებაც რომ შევიძინოთ, უკეთუ საფუძვლად სწორი აღმსარებლობა არ გვექნება, უვარგისს ავაგებთ....
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს:
„კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნიან მას“ (),
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა - სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი.
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ, დადგა ჟამი ზეიმისა!
აღდგომა ქრისტესი არის საფუძველი ჩვენი რწმენისა და სიყვარულისა; იგია იმედი და სასოება ჩვენი, რადგან მისი მადლით მოვიპოვებთ მარადიულ ნეტარებას; ამიტომაც გულმხურვალედ ვუგალობთ უფალს: „პასექმა სამოთხისა კარნი განგვიღო ჩვენ“...
დღეს უფრო ნათლად ვაცნობიერებთ წმიდა პავლე მოციქულის სიტყვების აზრს: „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და განძლიერდით“ ().
ამ განცდით, ლოცვითა და სულიერი შრომით, მადლობა ღმერთს, განვვლეთ დიდი მარხვა - ჟამი სინანულისა....
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
ღმერთი ნათელ არს. ()
ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა().
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას...
...ნ ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ ().
ეყოფა ჩვენს ხალხს ძალა, რომ იპოვოს გზა ტაძრისაკენ მიმავალი?
ამ სასიცოცხლო ნაბიჯის გადადგმაში მას განსაკუთრებული დახმარება უნდა გაუწიოს ჩვენმა მრავალტანჯულმა, მაგრამ სულით გაუტეხელმა ინტელიგენციამ. ეს მისი მოვალეობაა.
საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერობა იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განახლებისა.
ინტელიგენციაში დიდი პოტენციური ძალაა. წარსული დროის უმძიმეს პერიოდებშიც მოაზროვნე ფენა ჩვენი ქვეყნისა ხალხში ნერგავდა განათლებისა და სოციალური პროგრესის მაღალ იდეალებს, ცდილობდა მიახლოვებოდა ღრმა ფილოსოფიურ საკითხებს და აბსოლუტური ჭეშმარიტების პრობლემას. ერთადერთი, რაც მას აკლდა, ეს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების სრული გააზრება. თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ თავის...
...ხოლო ესე ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდა მას, ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“; ხოლო ძჱ ღმრთისაჲ არა ისრაჱლისაჲ ოდენ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ და ყოველთა დაბადებულ-თაჲ მეუფჱ არს. რამეთუ პეტრჱს სარწმუნოებაჲ სრული იყო, ამისთჳს ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“. ხოლო ამას რამეთუ ჯერეთ ფრიად აკლდა საზომისაგან სარწმუნოებისა, ამისთჳსცა შემდგომი იგი შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ქუეშე ლე-ღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო. და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“ (1,50-51).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ აღამაღლებს მას ქუეყანით და ასწავებს, რაჲთა არა კაცად შეჰრაცხოს იგი? რამეთუ რომელსა ანგელოზნი ჰმსახურებენ, ვითარმცა იყო იგი კაცი? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „უფროჲსი ამისა იხილო”, რომელ არს ანგელოზთა მსახურებაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: დიდად გაქუს ესე, ჵ ნათანაელ, და ამისთჳს მეუფედ ისრაჱლისა მიწოდე, ხოლო რაჟამს იხილო ანგელოზთა აღსლვაჲ და გარდამოსლვაჲ ჩემ ზედა, მაშინ რაჲ ჰყო? რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა, რაჲთამცა მეუფედ ან...
...ერეთ, თუ: „მე გიწოდო კლდედ. ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“, არამედ: „შენ გეწოდოს კეფაო“, რამეთუ ჯერეთ სიმდაბლით ეტყოდა და დიდსა მას ჴელმწიფებასა თჳსსა არა გამოაჩინებდა. ხოლო რაჟამს კეთილად ასწავა ღმრთეებისა თჳსისა ძალი, მაშინ ჴელმწიფებით ეტყოდა: „შენ გეწოდოს კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“. და სიმონს უკუე პეტრე უწოდა, რომელ არს კლდე, ხოლო ძეთა ზებედესთა - ძედ ქუხილისა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ძუელსა შჯულსა შინა უწოდა სახელები: და აბრაამს უწოდა აბრაჰამ და იაკობს - ისრაჱლ; და მრავალთა შობითგან უწოდა სახელები, ვითარ ისაკს და სამსონს და იოვანეს, და მრავალთა შემდგომად მშობელთა მიერ წამებისა, ვითარცა თავადსა ენება. და თჳთოსახე იყო მაშინ სახელები, ხოლო აწ ჩუენ ერთი გუაქუს ყოველთა სახელი, უზეშთაესი ყოვლისაჲ, რამეთუ ქრისტეანე გუეწოდების და შვილ ღმრთისა და მეგობარ უფლისა და გუამ ქრისტესა, რამეთუ კმა არს ესე სახელი უფროჲს მათ ყოველთა განფრთხობად ჩუენდა და მოგებად სათნოებათა.
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად
ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“....
...რე, რაჲთა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაჲ შენი.
და რად არა თქუა, თუ: არა მიგიშჳ სრულიად მოკლებად, არამედ „ვევედრეო“?
სიტყუათა სიმდაბლისათა იტყჳს ვნებად მიმავალი, რაჲთა კაცებაჲ აჩუენოს. რამეთუ რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაჲთა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“; რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნნა და ესოდენი ჴელმწიფებაჲ მისცა და არასადა ეჴმარა ლოცვაჲ, არამედ ჴელმწიფებით ჰრქუა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ... და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“; აწ ერთისა კაცისა სარწმუნოებისა დამტკიცებად ლოცვაჲ ეჴმარებოდაა? ნუ იყოფინ! არამედ ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს ესრეთ თქუა და მათისა მის უძლურებისათჳს, რამეთუ არღა აქუნდა ჯეროანი იგი და სრული გულისჴმის-ყოფაჲ.
იტყჳან ვიეთნიმე, თუ: ვინაჲთგან ევედრა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ მისი, რად უარ-ყო მან უფალი? გარნა არა თქუა უფალმან: რაჲთა არა უარ-მყო, არამედ: „რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ შენიო“, რაჲთა არა სრულიად წარსწყმდე. რამეთუ ესეცა მისისა შეწევნისაგან იქმნა, რომელ მყის გულისჴმა-ყო და მოიქცა. უკუეთუ არა, ვერმცა მოქცეულ იყო. რამეთუ აღიღო რაჲ მცირედ შეწევნაჲ თჳსი,...
...ნ იშვების და მას სრულჰყოფს. დიდ არს სიკეთე ამისი და სარგებელი და მსწრაფლ მიაწევს კაცსა საზომსა დიდსა და ღირს-ჰყოფს ნიჭთა მათ და მადლთა ღმრთისამიერთა. სიმშჳდე კლდე არს აღმაღლებული ღელვათაგან გულისწყრომისა და უკეთურებისათა, რომელსა ზედა აღეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაჲ, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერსადა ერეოდიან მას“. მსგავსებაჲ არს ესეცა ქრისტესი, ვითარცა-იგი სიმდაბლისათჳს ვიტყოდეთ, რამეთუ თავადმან ესრეთ ბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. სიმშჳდე და სიწრფოებაჲ და უმანკოებაჲ ერთ არიან საქმითა, დაღაცათუ სახელი განყოფილი აქუს მცირედისა რაჲსამე შეცვალებისა მათისათჳს. სიმშჳდე შეუცვალებელობაჲ არს გონებისაჲ, რომელი პატივსა შინა და შეურაცხებასა შეუცვალებელად ეგის. ამისთჳსცა ნეტარებისა ღირს-ყო ესევითარი გონებაჲ უფალმან და თქუა: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.
თქუეს უპირატეს ჩუენსა სხუათა, ვითარმედ: ქუეყანასა მას საუკუნესა იტყჳს სამკჳდრებელად მშჳდთა, სადა-იგი არა არს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, რომლისათჳს თქუა წინაწარმეტყუელმან: „ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდროს მე, წყალთა ზედა განსასუენებელთა მუნ გამომზა...