მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:10

9. And if thine eye offend thee, pluck it out, and cast it from thee: it is better for thee to enter into life with one eye, rather than having two eyes to be cast into hell fire.10. Take heed that ye despise not one of these little ones; for I say unto you, That in heaven their angels do always behold the face of my Father which is in heaven.11. For the Son of man is come to save that which was lost.
Matthew თავი 18
10. Take heed that ye despise not one of these little ones; for I say unto you, That in heaven their angels do always behold the face of my Father which is in heaven.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“ (18,10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მცირედ არა ჭეშმარიტად მცირეთა სახელ-სდებს, არამედ რომელნი ესრეთ შერაცხილ იყვნენ კაცთა მიერ: გლახანი და შეურაცხნი და მრავალთაგან უცნაურნი, რომელნი-იგი სიტყჳთა მით ჭეშმარიტებისაჲთა დიდ არიან და პატიოსან, გარნა კაცთა წინაშე მცირედ შერაცხილ არიან. ვითარ უკუე მცირე არს, რომლისა სოფელი ღირს არა არს? ვითარ მცირე არს, რომელი მეგობარ ღმრთისა წოდებად ღირსქმნულ არს? გარნა იჭჳსათჳს და გულისსიტყჳსა მრავალთაჲსა ესრეთ სახელ-სდვა და იტყჳს: კაცსა ღმრთისმოშიშსა და მუშაკსა სათნოებისასა ნუ შეურაცხჰყოფთ, დაღაცათუ გლახაკ იყოს ჴორციელად და დაწუნებულ კაცთაგან და შეურაცხ; არამედ პატივ-ეცით და შეიტკბეთ ესევითარი იგი, რამეთუ ვითარცა სივლტოლაჲ უკეთურთაგან კეთილ არს, ეგრეთვე პატივ-ცემაჲ ღმრთისმოყუარეთაჲ და მათ თანა შეერთებაჲ დიდისა სარგებელისა მომატყუებელ არს. ამისთჳს ორივე ესე ბრძანა უფალმან, რაჲთა ორკერძო იყოს უცთომელობაჲ: ერთად, მოკუეთითა და განშორებითა მავნებელთა კაცთაჲთა, და მეორედ, პატივითა და ერთობითა ღმრთისმოშიშთაჲთა. იხილეთ უკუე, რაბამსა პატივსა იტყჳს მათსა: „რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:10-14 — დაკარგული ცხვრის იგავი:

10-11. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. - გვიკრძალავს დავამციროთ ისინი, რომელნიც მცირედ ითვლებიან, ანუ გლახაკნი სულითა, მაგრამ წინაშე ღმრთისა დიდნი არიან. რადგან ღმერთმა ისინი ისე შეიყვარაო, - ამბობს, - რომ მცველებად ანგელოზები ჰყავთ, რათა დემონებმა ვერ ავნონო. ყოველ მორწმუნეს და უფრო მეტიც, ყოველ ადამიანს თავისი ანგელოზი ჰყავს; მაგრამ ქრისტეს მიერ მცირეთა და მდაბალთა ანგელოზნი ღმერთთან ძალიან ახლოს არიან, და, დგანან რა მის წინაშე, ღმრთის სახეს მუდმივად ჭვრეტენ. აქედან ჩანს, რომ თუმცაღა ანგელოზი ყველას ჰყავს, მაგრამ ცოდვილთა ანგელოზებს, თითქოსდა ჩვენი გაუბედაობით დარცხვენილებს, არც თვითონ ყოფნით გამბედაობა ღმერთს სახეში შეხედონ და ჩვენთვის ევედრონ. თავმდაბალთა ანგელოზები კი, რომელთაც ამისთვის კადნიერება აქვთ, ღმრთეებრივ სახეს ჭვრეტენ. მაგრამ რატომ ვსაუბრობ იმაზე, ამბობს უფალი, რომ ამგვარებს ანგელოზები ჰყავთ? მე იმიტომ მოვედი, რომ წარწყმედული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...დ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.

უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: და ვითარ იტყჳს უფალი: „ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა ამათ მცირეთაგანსა. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსსა“. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე მოიგონა? გარნა რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რამეთუ ვითარცა-იგი რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, გონებითსა მას ხილვასა იტყჳს, რომელი შესაძლებელ არს ჩუენ მიერ, და გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“. რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითა...

სრულად ნახვა