მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:20

19. Again I say unto you, That if two of you shall agree on earth as touching any thing that they shall ask, it shall be done for them of my Father which is in heaven.20. For where two or three are gathered together in my name, there am I in the midst of them.21. Then came Peter to him, and said, Lord, how oft shall my brother sin against me, and I forgive him? till seven times?
Matthew თავი 18
20. For where two or three are gathered together in my name, there am I in the midst of them.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).

ვინაჲთგან ზემო ძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად შეაშინნა იგინი, რაჲთა არა მათ სიტყუათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად უდებ იქმნენ და ჰგონებდენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა მათ ზედა განჩინებულ არს, და სხუასა ძჳრისსაქმესა შთავარდენ და შეურაცხებად ძმათა თჳსთა მოვიდენ ზუაობით, ამისთჳს იხილე, ვითარ მათცა ჯეროვნად გულისჴმა-უყოფს და ბრძანებს, რაჲთა მხილებაჲ იგი მაშინ იქმნას, ოდეს ორნი ხოლო იყვნენ, რაჲთა არა მრავალთა წინაშე მხილებამან უმეტესად განაფიცხოს გული მისი. ამისთჳს იტყჳს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“.

რაჲ არს ესე: „უკუეთუ ისმინოს შენი“? ესე იგი არს, უკუეთუ აბრალოს თავსა თჳსსა და დაირწმუნოს, ვითარმედ ცოდა, შეიძინო ძმაჲ იგი შენი. არა თქუა, თუ: შეიძინოს მან თავი თჳსი, არამედ: „შეიძინო შენ ძმაჲ იგი შენი“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ პირველ ამისა ორნივე ზღვევასა შინა იყვნეს და დაჭირვებასა. ამას...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:19-20 — სადაც ორნი ან სამნი შეკრბებიან:

19-20. კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა. - ამ სიტყვებით მას სიყვარულისაკენ მივყავართ. აგვიკრძალა რა ჩვენ ცდუნება ერთმანეთისა, ერთმანეთისათვის ვნების მიყენება და ერთმანეთისაგან ვნების დათმენა, ახლა ერთმანეთს შორის თანხმობაზე გვესაუბრება. შეთანხმებულებში იგულისხმებიან არა თანამდგომნი ერთმანეთისა ბოროტებაში, არამედ სიკეთეში. დაუკვირდი, რას ამბობს: უკუეთუ ორი თქვენგანი, ანუ მორწმუნენი და სათნონიო, რადგან შეთანხმებულნი ანაცა და კაიაფაც იყვნენ, მაგრამ გასაკიცხ საქმეში. ამიტომაც ხშირად ასეც ხდება, რომ ვითხოვთ და ვერ ვიღებთ, რადგან ჩვენს შორის თანხმობა არ სუფევს. არ უთქვამს: ვიქნებიო, რადგან ეს არ არის განზრახვა მომავლისათვის, ამიტომ არც აგვიანებს და ამბობს ვარ-ო, ანუ მყისვე იქ აღმოვჩნდებიო: შეგიძლია იფიქრო, რომ უფალი ჩვენთანაა მაშინაც, რაჟამს ჩვენს სულს, და ხორცს შორის თანხმობა სუფევს და ხორცი სულზე არ ავხორცობს. ერთმანეთთან...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...ისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).

წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ () - ბრძანებს უფალი.

წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: „ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას“. (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).

ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: „ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შეგმუსრავენ, ვერ შეარყევენ სიმაგრეს შენსას.

ო, რა დიდი და ბრწყინვალე ხარ შენ, სახლო ღვთისა“ (შრომები, მ. 1858, გვ. 28).

„მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად...

სრულად ნახვა