მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 19:4

3. The Pharisees also came unto him, tempting him, and saying unto him, Is it lawful for a man to put away his wife for every cause?4. And he answered and said unto them, Have ye not read, that he which made them at the beginning made them male and female,5. And said, For this cause shall a man leave father and mother, and shall cleave to his wife: and they twain shall be one flesh?
Matthew თავი 19
4. And he answered and said unto them, Have ye not read, that he which made them at the beginning made them male and female,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არამედ ერთ ჴორც. რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (19,4-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ სიბრძნე იგი ყოვლადბრძნისაჲ მის. ჰკითხეს მათ: „უკუეთუ ჯერ-არსა კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ?“ ხოლო თავადმან არა ჰრქუა მეყსეულად, თუ: არა ჯერ-არს, რაჲთა არა ამბოხებაჲ ქმნან, არამედ ეტყჳს პირველად მოსეს მიერ აღწერილსა ბრძანებასა ღმრთისასა, რაჲთა მათ ვერღარა თქუან, თუ: წინააღუდგები მოსეს. ეტყჳს უკუე, ვითარმედ: „არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ერთისა მისდა შეერთებად განწესებულ არს. ხოლო უკუეთუმცა ენება ერთისა დატევებაჲ და კუალად სხჳსა შერთვაჲ, ერთიმცა მამაკაცი შეექმნა და მრავალნი დედანი. ხოლო აწ სახითა მითცა დაბადებისაჲთა და სიტყჳთა მითცა განჩინებისაჲთა გამოაჩინა, ვითარმედ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა ერთი მამაკაცი ერთსა დედაკაცსა შეეყოს მარადის.

აწ უკუე „რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ“. ესე იგი არს: ნუ იკადრებთ ბრძანებასა ღმრთისასა დაჴსნად და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:1-6 — ქორწინება და განქორწინება:

1-2. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. - უფალი კვლავ იუდეაში მიდის, რათა იუდეაში მცხოვრებ ურწმუნოებს თავი იმით არ ემართლებინათ, ჩვენთან უფრო იშვიათად მოდის, ვიდრე გალილეველებთანო. დამოძღვრასა და სიტყვის გასრულებას კვლავ სასწაულები მოსდევს, რადგან ჩვენ სიტყვითაც უნდა განგვსწავლოს და საქმითაც. მაგრამ უგუნურმა ფარისევლებმა იხილეს რა სასწაულები, ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ, მისი ცდუნება მოინდომეს. მოუსმინე:

3-6. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. - ოჰ, უგუნურება ფარისეველთა!...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებაჲ მის მიერ გუაუწყა. ხოლო სიტყჳთ არა თქუა ესე, ვითარმედ: მე ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავ...

სრულად ნახვა