მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 22:37

36. Master, which is the great commandment in the law?37. Jesus said unto him, Thou shalt love the Lord thy God with all thy heart, and with all thy soul, and with all thy mind.38. This is the first and great commandment.
Matthew თავი 22
37. Jesus said unto him, Thou shalt love the Lord thy God with all thy heart, and with all thy soul, and with all thy mind.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო ჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაჲ და თავადმან უმეტესიცა კითხვისა მათისაჲ განუმარტა, ეგრეთვე აქა ყო. ჰკითხეს, თუ: „რომელი არს პირველი მცნებაჲ?“ და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“, არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:34-40 — უდიდესი მცნება სჯულისა:

34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს,...

სრულად ნახვა
მოძღვრება იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ესე არს დიდი და პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (ლუკ. კბ. ლზ. ლჱ. ლთ)

დღეს, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა სახარება წინა-დაგვიგებს ჩვენ საგნად ჩვენის უბნობისა ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა; დავემორჩილნეთ სიტყვასა სახარებისასა და შევიტყოთ ჰაზრი მისი.

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ... რაისთვის გვიბრძანებს ესრედ, ძმანო, სახარება? ნუთუ შესაძლებელი არის კაცმა რაიმე შეიყვაროს, ანუ მოიძულოს თავის ნების და წინა-განზრახვით? სიყვარული ანუ სიძულვილი არის ბუნებითი გრძნობა გულისა. ხანდისხან კაცმა არც კი იცის, საითგან ანუ როგორ გაჩნდა მის გულში სიყვარული, ანუ სიძულვილი; ეს მართალია, ძმანო გარნა კაცსა აქვს ჭკუა გონება და მით შეუძლია იცნას, რომელი გრძნობა არის მის გულში კეთილი და რომელი ბოროტი. მერმედ, კეთილი და წმიდა გრძნობა გულისა შეუძლიან განამტკიცოს და განაცოცხლოს, ხოლო ბოროტი მოსპოს და დათრგუნოს. და ესრედ, უკეთუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2008 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...სმწამებელია, პირდაპირ დემონს ემსახურება.

ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს.

მან, ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი;

მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი ().

ჩვენ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრჯერ შევცდებით; მთავარია, დაცემის შემდეგ მოვინდომოთ და შევძლოთ ადგომა. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერებისათვის ვართ მოწოდებულნი და გვაქვს შესაძლებლობა, შევაღოთ ზეცის კარიბჭე, ვიხმიოთ ტრაპეზი უფლისა და მისი სიყვარულით დავტკბეთ.

რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?

რა ძალამ უნდა დაგვაბრკოლოს ამის მისაღწევად? ძე ღვთისა გვიწვდის ხელს და თავისთან გვიხმობს. ვინ შეიძლება ვამჯობინოთ მას? შევთხოვ შემოქმედს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანის გულში დაიდგას ტახტი და თითოეულ ჩვენგანში ძლეულმა ბოროტმა სულმა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვას: „შენ გაიმარჯვე გალილეველო!“

ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ გილოცავთ, - ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2008 წ.

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1998 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::

...ა ჰქონდეს. მაცხოვარი გვარიგებს: - „შეიყუარო უფალო ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. „ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, მსგავსი ამისი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ ().

დიახ, ქრისტიანობა სიყვარულია. სადაც არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოეაბ და სიყვარული, იქ არც ღმერთია. სიყვარული მადლია ღვთისა და იგი მიეცემა მას, ვინც ღირსია მისი.

ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის სიყვარული, ისევე, როგროც არ შეგვიძლია გავნსაზღვროთ, რა არის არსი ღვთისა. ერთი კია, იმისათვის, რომ აღორძინდეს სიყვარული, აუცილებელია, სულ მცირე, ორთა კავშირი მაინც, რადგან როცა ერთი გასცემს ამ გრძნობას, მეორემ უნდა მიიღოს იგი და თვითონაც აღივსოს საპასუხო განცდით.

სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა. იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არა მარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: „არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის“ (). სიყვარული შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვლინდეს: არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მშობლებისა და ოჯ...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პავლეს ცეცხლოვანი სიყვარული ქრისტესადმი:

...მი სიყვარულით შვიდ წელს რამდენიმე დღედ მიიჩნევდა, მით უმეტეს ყოველივეს არაფრად მიიჩნევდა ნეტარი პავლე, რომელიც ერთხელ სამუდამოდ აინთო ღვთისადმი სიყვარულით და ქრისტესთვის, რომელიც შეიყვარა, ყოველივეს იტანდა. ვეცადოთ, გევედრებით, ჩვენც ქრისტეს შევიყვაროთ. სხვა არაფერს ითხოვს ქრისტე, თავისი გამონათქვამის მიხედვით (), თუ არა სიყვარულსა მისადმი მთელი გულით და მისი მცნებების აღსრულებას. ვინც ისე უყვარს მას, როგორც შეყვარება ჯერ-არს, ის, რა თქმა უნდა, ცდილობს მისი მცნებებიც დაიცვას — რადგან თუ ვინმეს გულწრფელად უყვარს ვინმე, ყველაფერს აკეთებს, რითაც შეძლებს საყვარელის სიყვარული მოიზიდოს. ამგვარად, ჩვენც, თუ ნამდვილად შევიყვარებთ უფალს, მის მცნებებსაც აღვასრულებთ და ვერაფერს ისეთს ვიზამთ, რამაც საყვარელი განარისხოს. მისი გულწრფელი და ჯეროვანი შეყვარების ღირსება — ესაა ზეცის სასუფეველი, ესაა ნეტარებით ტკბობა, ამაშია უთვალავი სიკეთე. ჩვენი სიყვარული მისადმი მაშინ იქნება გულწრფელი, როცა მისადმი სიყვარულისთვის მოყვასისადმიც სიყვარულს გამოვიჩენთ, — „ამათ ორთა მცნებათა, — თქვა მან, — ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (), — ანუ იმაში, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი გულით, მთელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...აჲ და სიყუარული და სხუაჲ ყოველივე სათნოებაჲ შემოკლებული-თა და ადვილითა სიტყჳთა გუასწავა ქრისტემან. ოდესმე იტყჳს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი - ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“; და კუალად იტყჳს: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს რჩული და წინაწარმეტყუელნი“; რომელ-ესე მამათა და დედათა და ყრმათა მცირეთა და ბრძენთა და უმეცართა მიერ საცნაურ არს და ადვილად გულისჴმისსაყოფელ, რამეთუ ესრეთ არს წესი ჭეშმარიტებისაჲ და წამებს აღსასრული საქმეთაჲ. რამეთუ ყოველთავე ისწავეს ძალი მცნებათაჲ მათ, და არა ისწავეს ოდენ, არამედ მრავალთა ქმნესცა არა სოფელთა შინა ოდენ და ქალაქთა, არამედ უდაბნოთაცა. მიედ უდაბნოთა გარეუვალთა და იხილო მუნ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე; იხილნე კრებულნი ანგელოზთანი გუამითა კაცობრივითა და მოქალაქობაჲ ზეცათაჲ ქუეყანასა ზედა აღსრულებული, რამეთუ მოწაფენი არიან მეთევზურთანი და მეზუერისანი.

ესევითარი იგი მოქალაქობაჲ დააწესეს ქუეყანასა ზედა რჩულისმდებელობითა ღმრთისაჲთა, და სასყიდელი მოქალაქეთაჲ მათ ა...

სრულად ნახვა