მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:7

6. Blessed are they which do hunger and thirst after righteousness: for they shall be filled.7. Blessed are the merciful: for they shall obtain mercy.8. Blessed are the pure in heart: for they shall see God.
Matthew თავი 5
7. Blessed are the merciful: for they shall obtain mercy.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (5,7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აღმაღლდა კიბე ესე საღმრთოჲ ამათ ნეტარებათაჲ და მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესსა ყოვლისავე ნეტარებისა, რამეთუ ესერა მოწყალებაჲცა შემოიღო შორის და ჰნატრის მოქმედთა მისთა, რომელ-ესეცა მსგავსებად ღმრთისა აღგუამაღლებს, რამეთუ მოწყალე ეწოდების ღმერთსა და სახიერ და მწყალობელ, ვითარცა წერილ არს: „მოწყალე არს უფალი და მართალ, და ღმერთი ჩუენი მწყალობელ“. აწ უკუე ვინაჲთგან შემსგავსებული სახელი არს ღმრთისაჲ მოწყალებაჲ და ჩუენ ესერა მოწყალებად გჳწესს უფალი, რაჲ სთქუა სხუაჲ წოდებაჲ ესე, გარნა მსგავსებად ღმრთისა წოდებაჲ, ვითარცა სხუასა ადგილსა განჩინებულად თქუა: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს“.

ეჰა საკჳრველი გამოუთქუმელი! ეჰა საიდუმლოჲ მოუგონებელი! სადაღა აღამაღლა ქუესკნელთა ქუეყანისათა შთასრული ესე ბუნებაჲ ჩუენი! მსგავსებად და შვილებად ღმრთისა მიმიწოდნა. დიდებაჲ აურაცხელსა მას სახიერებასა და კაცთმოყუარებასა მისსა! ამისთჳს, ჵ ღმრთისმოყუარენო, ვისმინოთ ბრძანებაჲ მისი და ნეტარებაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:3-12 — ნეტარებანი:

3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.

4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა (20,35).:

...ერელად ყურით სმენილი ოდენ ქრისტესგან მოციქულთა მიერ მოცემულ არს ჩუენდა, ანუ თუ სხუებრ სხჳთა სიტყჳთა თქუმული ქრისტეს მიერ, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (), და კუალად: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (). ესე და მსგავსნი ამათნი სიტყუანი ესრეთ შეცვალნეს მოციქულთა სხჳთა სიტყჳთა, ხოლო მითვე ძალითა, ვითარმედ: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა; ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: მიცემისათჳს გლახაკთაჲსა საუნჯისა ქონებაჲ გუესმის ცათა შინა და მოწყალებისათჳს — ნეტარებაჲ და აღთქუმაჲ შეწყალებისაჲ, რომელნი-ესე მოღებისათჳს არაოდეს გუასმიან. ამისთჳს ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა.

და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა (20,36).

თარგმანი: ამიერ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს, რომელი იჯმნიდეს ძმათაგან, რაჲთა მუჴლთ-მოდრეკით ილოცოს მუნ მყოფთა თანა და ეგრეთღა განეშოროს მათგან შემდგომად სიტყუათა ჯმნისათა და მუჴლთ-მოდრეკით ლოცვისა.

იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას და ელმოდა უფროჲსღა სიტყუათა მისთათჳს, რომელ თქუა, ვითარმედ არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად (2...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა:

...ფალი მიცემად; გარნა არა ჩუენი არს, არამედ მის მიერ ჩუენდა რწმუნებულ არს. რაჲსათჳს უკუე ესრეთ უმადლოდ გამოვაჩინებთ თავთა ჩუენთა?

გულისხმა-ვყოთ, თუ რაოდენ საწადელ იყო პოვნად ღონისა შენდობად შემდგომად ნათლის-ღებისა მოწევნულთა ცოდვათა. უკუეთუმცა არა ეთქუა, თუ: „იქმოდეთ ქველისსაქმესა, რაჲთა მიგეტევნენ ცოდვანი“, ; ; რავდენნიმცა იტყოდეს: ჰე თუმცა იყო ღონე მიცემად საფასისა და განრომად საუკუნეთა მათგან სატანჯველთა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქადაგა, აწ კუალად უდებ იქმნეს. ამას ზედა მრავალნი მეტყჳან, ვითარმედ: ჰე, მივსცემ გლახაკთა, რაჲსათჳს მაყუედრებ? არამედ რაჲ არს სიტყუაჲ, კაცო? ჯერეთ არა მიგიცემიეს არცა თუ მის ქურივისა სწორად, რომელმან ორი იგი წულილი დადვა ფასისსაცავსა, არცა თუ ზოგი მისისა მის შესაწირავისაჲ, რამეთუ ნამეტნავისა შენისა ასეულსაცა არა მისცემ და უმეტესსა ცუდსა და ამაოთა საქმეთა ზედა იზღვევი ხადილობად და მთრვალობად და სხუათა უძჳრესთა, ვითარცა მონისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა და სცემდეს მის თანამონათა“. ესე იგი არს, თჳსსა მას უწესოვებასა თანა მოყუსისაცა ცხორებაჲ შეურაცხ-ეყოს, რომელ-ესე დიდად განმამწარებელ არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...რაჲთა არა მეყსეულად უბრძანოს სრულიად უგულებელს-ყოფაჲ საფასე-თაჲ, მრავლისა მის მძლავრებისათჳს ამის ვნებისა; ხოლო ვინაჲთგან მრავლითა ამით სწავლითა საჴმართმოყუარებისა იგი ბადენი დაჭრნა, ამისთჳს აწ ჯეროვნად სრულიადსა სიძულილსა საფასეთასა გჳბრძანებს.

პირველად თქუა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“; და კუალად: „რომელსა უნდესო სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“; და „რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“; ხოლო აწ უაღრეს მის ყოვლისა გუამცნებს, რამეთუ მუნ თქუა, ვითარმედ: სიმრავლისაგან ნაქონებთაჲსა იქმოდე მოწყალებასა, გინა თუ სიმცირისაგან, ვითარცა ვის ძალ-ედვას; და კუალად: უკუეთუ შფოთი და ლალვაჲ შემოვიდოდის შორის, მიუტევე სამოსელიცა შენი და მოიყიდე მშჳდობაჲ; ხოლო აწ არცა გლახაკნი აჴსენნა, არცა შფოთი და ლალვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი, არამედ თავით თჳსით სიძულილსა და შეურაცხებასა საფასეთასა გუასწავებს, რაჲთა სრულიად ურიდად განუყოფდეთ გლახაკთა და ყოველნივე საუნჯენი ჩუენნი დავაცარიელნეთ. და არცა აქა ყოველივე გამოაცხადა სიკეთე უპოვრებისაჲ, რამეთუ არა იყო ჟამი სრულიადისა გამოცხადებისა მისისაჲ, არამედ...

სრულად ნახვა