მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:1

1. Take heed that ye do not your alms before men, to be seen of them: otherwise ye have no reward of your Father which is in heaven.2. Therefore when thou doest thine alms, do not sound a trumpet before thee, as the hypocrites do in the synagogues and in the streets, that they may have glory of men. Verily I say unto you, They have their reward.
Matthew თავი 6
1. Take heed that ye do not your alms before men, to be seen of them: otherwise ye have no reward of your Father which is in heaven.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და უჩუენა გზაჲ სისრულისაჲ, აწ კუალად ჴელ-ჰყოფს ვნებასა მასცა, ყოველთა ვნებათა უმძლავრესსა, უჩინო-ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რომელი-იგი შეუდგს და თანაჰყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაჲთამცა ცუდ-ყვნა შრომანი მათნი. ხოლო პირველითგან არარაჲ თქუა ამისთჳს, რამეთუ არცა საჴმარ იყო პირველ სწავლისა ყოფად კეთილისა თქუმად, თუ ვითარითა გონებითა უჴმს ქმნაჲ. ხოლო ვინაჲთგან ასწავლა სათნოებაჲ, აწ იოტებს ვნებასაცა, მავნებელსა სათნოებათასა, რამეთუ მაშინ მოვალს ესე ბრძოლად ჩუენდა, ოდეს ვაჩუენოთ მოღუაწებაჲ და მოქალაქობაჲ სულიერი. და კეთილად ყო მაცხოვარმან: პირველად დაჰნერგა სათნოებაჲ, და აწ აღმოჰფხურის ეკალსა მას და კუროჲსთავსა, განმაჴმობელსა სულიერისა მის ნერგისასა. და იხილე, ვინაჲ იწყო: მარხვისაგან და ლოცვისა და მოწყალებისა, რამეთუ უფროჲს ყოვლისა ამათ სათნოებათა თანა ჩუეულ არს ზუაობაჲ მახლობელობად და განრყუნად მა-თისა მის სიკეთისა, ვითარცა ფარისეველსა მას შეემთხჳა, რომელი იტყოდა: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“;...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:1-4 — ქველმოქმედება ფარულად:

1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. - აგვიყვანა რა სათნოებათაგან ყველაზე მაღალთან - სიყვარულთან, ამჯერად უფალი წინ აღუდგა პატივმოყვარეობას, რომელიც კეთილ საქმეებს მოსდევს. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს: მოერიდეთო, თითქოს მძვინვარე მხეცზე ამბობდეს, რომელსაც უნდა მოერიდო, რათა არ დაგგლიჯოს, მაგრამ თუნდაც წინაშე კაცთა ქველმოქმედებდე, ოღონდ არა თავის გამოსაჩენად, არ განისჯები, ხოლო უკეთუ მიზნად პატივმოყვარეობა გაქვს, კიდევაც, რომ საუნჯესა შინა შენსა აკეთებდე, მაინც განისჯები, რადგანაც ღმერთი განზრახვას სჯის, ან გვირგვინოსანყოფს.

2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. - მართალია, თვალთმაქცებს (ორგულთა) ბუკი არ ჰქონდათ, მაგრამ უფალი აქ მათ განზრახვას დასცინის, რადგანაც სურდათ, თავიანთი ქველმოქმედების შესახებ ბუკით ემცნოთ. ხოლო თვალთმაქცები იმათ ეწოდებათ, რომელნიც სინამდვილეში სხვანი არიან და თავს კი სხვად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოა ზუაობისათჳს და მაჩუენებლობისათჳს:

...ვაჭრობასა ამას ხენეშსა, რომელ ღმერთსა მოუპყრიეს მარჯუენე მოცემად სასყიდელთა გამოუთქუმელთა, და შენ გარემიაქცევ მას და კაცთაგან ეძიებ სასყიდელსა, რომელნი ყოვლადვე არარას მიგცემენ?

არა გესმისა სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე, რომელიცა ვინ კაცთა საჩუენებელად ქმნას, წარუწყმედიეს სასყიდელი თჳსი? რამეთუ ყოველსავე ზედა საქმესა ზუაობაჲ ბოროტ არს, ხოლო უფროჲს ყოვლისა - ქველისსაქმესა ზედა. ვითარ უკუე ვიჴსნეთ თავნი ჩუენნი ამის ბოროტისა ვნებისაგან?

უკუეთუ მოვიგოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვცნათ, თუ ვინაჲ ვეძიებდეთ დიდებასა. მითხარღა, საყუარელო, ვინ არს მოძღუარი და შჯულისმდებელი ქველისსაქმისაჲ და სხუათა მათ სათნოებათაჲ? საცნაურ არს, ვი-თარმედ ღმერთი, რომელმან წესი ესე დაგჳდვა და ყოველივე უცთომელად უწყის.

ხოლო შენ, უკუეთუ ასპარეზსა ისწავლიდე, ანუ რკინობასა, ანუ ფილოსოფოსობასა, ვისა წადიერ ხარ ჩუენებად ჴელმარჯუეობისა და გონიერებისა და სიმჴნისა შენისა? მასწავლელსა მას შენსა ანუ ღჳნისმოფარდულთა და მხლისმსყიდელთა და მეთევზურთა, რომელთაგან არცა ერთი გაქუს სარგებელი? მე ვჰგონებ, თუ მრავალთა მათ და უსწავლელთა ერთა არცა ერთი გაქუნდეს ზრუნვაჲ, არამედ მისა ხოლო ჰხედვიდი, რომელიიგი უფალ არნ საქმისა მის შენისა.

ვითარ უკუე არა დიდი ბოროტი არს და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“ (6,16).:

...ა. ხოლო არა მაჩუენებლობისაგან ოდენ გჳბრძანა სივლტოლაჲ, არამედ ყოვლითა ძალითა დაფარვაჲ სათნოებათაჲ გუამცნო, ვითარცა ზემოცა წარმოთქუა, გარნა მოწყალებისათჳს არა ესრეთ განჩინებით თქუა, არამედ ბრძანა რაჲ, ვითარმედ: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა“, შესძინა, ვითარმედ: „სახილველად მათდა“.

ხოლო ლოცვისა და მარხვისათჳს არარაჲ თქუა ესევითარი. რაჲსათჳს-მე? ამისთჳს, რამეთუ მოწყალებისა შეუძლებელ არს ესრეთ დაფარვაჲ, რაჲთამცა ყოვლადვე არავინ ცნა, ხოლო ლოცვისა და მარხვისა შესაძლებელ არს.

და ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“, არა ჴელთათჳს იტყოდა, არამედ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ფარულად კაცთაგან ყოფად ქველისსაქმისა; და ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: „ილოცვიდე რაჲ, შეედ საუნჯესა შენსა“, არა თუ მუნ ოდენ გუამცნო ლოცვაჲ, არამედ ესევე სახე გუაუწყა, რაჲთა არა საჩუენებელად კაცთა აღვასრულებდეთ ლოცვასა. ეგრეთვე აქა იქმს სიტყჳთა ამით, რომელი თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარ...

სრულად ნახვა