მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:2

1. Take heed that ye do not your alms before men, to be seen of them: otherwise ye have no reward of your Father which is in heaven.2. Therefore when thou doest thine alms, do not sound a trumpet before thee, as the hypocrites do in the synagogues and in the streets, that they may have glory of men. Verily I say unto you, They have their reward.3. But when thou doest alms, let not thy left hand know what thy right hand doeth:
Matthew თავი 6
2. Therefore when thou doest thine alms, do not sound a trumpet before thee, as the hypocrites do in the synagogues and in the streets, that they may have glory of men. Verily I say unto you, They have their reward.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (6,2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად და სამართლად ორგულ უწოდა მათ, რამეთუ გარეშე სახე მათი ჩანს, თუ ღმრთისათჳს იქმან, ხოლო გონებაჲ მათი ქებასა კაცთასა ეძიებს; პირი მათი მოწყალებისაჲ არს და გული მაჩუენებლობისაჲ. აჩუენებენ, თუ მოყუსისა წყალობისათჳს იქმან, ხოლო იგინი თჳსისა ქებისათჳს მისცემენ ქველისსაქმესა; ამისთჳსცა მიუღებიეს სასყიდელი მათი მათგან, რომელთაცა ეჩუენებიან, რამეთუ არა მიცემასა საფასისასა ეწოდების ქველისსაქმე, არამედ ოდეს ვითარ-იგი ჯერ-არს, ეგრეთ მიეცემოდის.

ესრეთ გამოაჩინა რაჲ მაჩუენებელთა ორგული ქველისსაქმე და საცნაურ-ყო, ვითარმედ მიუღებიეს აქავე სასყიდელი მათი, კუალად იტყჳს, თუ ვითარ ჯერ-არს მიცემაჲ ქველისსაქმისაჲ; ისმინე და ისწავე, ძმაო:

მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:1-4 — ქველმოქმედება ფარულად:

1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. - აგვიყვანა რა სათნოებათაგან ყველაზე მაღალთან - სიყვარულთან, ამჯერად უფალი წინ აღუდგა პატივმოყვარეობას, რომელიც კეთილ საქმეებს მოსდევს. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს: მოერიდეთო, თითქოს მძვინვარე მხეცზე ამბობდეს, რომელსაც უნდა მოერიდო, რათა არ დაგგლიჯოს, მაგრამ თუნდაც წინაშე კაცთა ქველმოქმედებდე, ოღონდ არა თავის გამოსაჩენად, არ განისჯები, ხოლო უკეთუ მიზნად პატივმოყვარეობა გაქვს, კიდევაც, რომ საუნჯესა შინა შენსა აკეთებდე, მაინც განისჯები, რადგანაც ღმერთი განზრახვას სჯის, ან გვირგვინოსანყოფს.

2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. - მართალია, თვალთმაქცებს (ორგულთა) ბუკი არ ჰქონდათ, მაგრამ უფალი აქ მათ განზრახვას დასცინის, რადგანაც სურდათ, თავიანთი ქველმოქმედების შესახებ ბუკით ემცნოთ. ხოლო თვალთმაქცები იმათ ეწოდებათ, რომელნიც სინამდვილეში სხვანი არიან და თავს კი სხვად...

სრულად ნახვა
საუბარი 31. „და მოიყვანნა თარრა აბრაამ" (დაბ 11:31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ფხიზლობა ეშმაკის მზაკვრობათა წინააღმდეგ:

...ელად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ"** (მათ 6:17–18). და კვლავ: „ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი" (). ხედავ, როგორ ამქვეყნიური დიდების მაძიებელს იქაური (საუკუნო) დიდება ეკარგება, და, პირიქით, სათნოების აღმსრულებელი ამ მცნებისამებრ, ვინც ადამიანებისგან მის დაფარვას ცდილობს, უფლისგან ჯილდოს აშკარად მიიღებს იმ საშინელ დღეს. „მამამან შენმან, — ნათქვამია, — რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ"; ანუ ნუ ფიქრობ იმაზე, რომ არცერთმა ადამიანმა არ გაქო შენ და, რომ შენ ფარულად აღასრულებ სათნოებას; არა, იფიქრე იმაზე, რომ ცოტა ხნის შემდეგ უფლის სიუხვე იმდენად დიდი იქნება, რომ ის სათნოების ღვაწლისთვის შენ გადიდებს, გვირგვინს დაგადგამს და გაჯილდოებს არა ფარულად, არა საიდუმლოდ, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე, ადამიდან მოყოლებული ქვეყნის აღსასრულამდე. მაშ, რა გამართლების ღირსნი იქნებიან ისინი, ვინც სათნოების შრომა კი იტვირთეს, მაგრამ მსგავსი ადამიანებისგან მომდინარე დროებითი, უმნიშვნელო და დიდებისმოყვარეობის გამო ზეციური დიდება დაკარგეს?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...რდგენ წინაშე ღმრთისა, სადა-იგი ყოველნივე შიშუელნი და ქედდადრეკილნი წარვდგეთ, მაშინ იპოვნენ იგინი უნაყოფონი და ცარიელნი; და რაჲმცა იყო ამისა უსაწყალობელეს, უკუეთუ მოქმედთა სათნოებისათა, ოდეს-იგი სასყიდელისა ჟამი იყოს, არარაჲ პოონ, არამედ ესმას ჴმაჲ იგი სიმწარისაჲ, ვითარმედ: „მიგიღებიეს სასყიდელი თქუენი“.

და უფროჲსად, რომელ ესრეთ სუბუქ და ადვილ არს მცნებაჲ ესე, რამეთუ არა თუ უმეტესად მარხვაჲ გუამცნო, არამედ ესე ოდენ გჳბრძანა, რაჲთა სასყიდელი იგი და გჳრგჳნი შრომისა მის ჩუენისაჲ არა წარვწყმიდოთ; რაჲთა რომელი-იგი ძნელ არს და მძიმე, ზოგად გუაქუნდეს ჩუენცა და მაჩუენებელთა, რომელ არს შრომაჲ იგი და ჭირი მარხვისაჲ, რამეთუ ჩუენცა ვიმარხავთ და იგინიცა, და ოდესმე უმეტესცა ჩუენსა არნ მათი იგი მარხვაჲ; ხოლო რომელი-ესე სუბუქ არს და ადვილ, - რაჲთა სასყიდელი შრომისა ჩუენისაჲ არა წარვწყმიდოთ, - ესე გუამცნო და გჳბრძანა უფალმან. არა თუ შრომაჲ და ღუაწლი ჩუენი აღაორძინა, არამედ სასყიდელი ჩუენი დაგჳმარხა უცთომელად, რაჲთა არა ცარიელნი და უგჳრგჳნოსნონი წარვიდეთ მსგავსად მათსა, რომელთაცა ორგულ სახელ-სდვა.

რამეთუ არცა თუ თეატრონსა შინა, ანუ ცხენთა სარბიელსა შემავალ-თა მალემსრბოლთა, გინა მორკინალთა, გინა მსახიობელთა მიემსგავსნეს, ანუ თუ მეორღანოეთა და მ...

სრულად ნახვა