მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:9

8. Be not ye therefore like unto them: for your Father knoweth what things ye have need of, before ye ask him.9. After this manner therefore pray ye: Our Father which art in heaven, Hallowed be thy name.10. Thy kingdom come. Thy will be done in earth, as it is in heaven.
Matthew თავი 6
9. After this manner therefore pray ye: Our Father which art in heaven, Hallowed be thy name.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (6,9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ მეყსეულად განაღჳძა გონებაჲ სიწმიდით მლოცველისაჲ მის და დაწყებასავე ლოცვისასა მოაჴსენა ყოველნივე ქველისმოქმედებანი, რომელნი ქმნნა ჩუენ თანა? რამეთუ რომელმან ხადოს ღმერთსა მამად, ერთითა ამით სიტყჳთა ყოველსავე აჴსენებს და აღიარებს: მოტევებასა ცოდვათასა, და ჴსნასა სატანჯველთაგან, და სიმართლესა, და სიწმიდესა, და გამოჴსნასა, და შვილებასა ღმრთისასა, და მკჳდრობასა სასუფეველისასა, და ძმად მხოლოდშობილისა წოდებასა, და სულისა წმიდისა მონიჭებასა და სხუათა მათ მიუთხრობელთა კეთილთა სიმრავლესა, რომელნი აჩუენნა ჩუენ ზედა ღმერთმან. რამეთუ რომელი არა ღირსქმნილ იყოს ამას ყოველსა, ვერცა ძალ-უც მას წოდებად ღმრთისა მამად თჳსა. ორკერძოვე უკუე აღამაღლნა გონებანი მსმენელთანი უფალმან, დიდებულებისათჳსცა მამად მათდა წოდებულისა და სიმრავლისათჳსცა დიდთა მათ და მოუგონებელთა ნიჭთაჲსა, რომელთა ღირს იქმნეს საკჳრველითა მით შვილებითა.

რამეთუ ვითარ არა აღივსოს კაცი სიხარულითა და განცჳბრდეს განკჳრვებითა, ოდეს მოიგონოს, ვითარმედ შვილ ღმრთისა ეწოდების და აურაცხელთა მათ კეთილთა ღირსქმნულ არს მოკუდავი იგი და მიწისაგანი?

ხოლო ოდეს თქუას:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:9-13 — უფლის ლოცვა:

9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა.- სხვა არის აღთქმა და სხვა - ვედრება. აღთქმა არის დაპირება ღმრთის მიმართ, მაგალითად, როცა ვინმე უფალს ღვინისაგან, ან სხვა რაიმესაგან თავის შეკავებას აღუთქვამს, ვედრება კი - მისგან კეთილის გამოთხოვაა. ამბობს რა "მამა"-ს, გიჩვენებს შენ, რაოდენი სიკეთის ღირსი შეიქმენი, როცა ძე ღმრთისა გახდი, ხოლო სიტყვით ცათა შინა, შენ სამშობლო და მშობლიური სახლი გიჩვენა. უკეთუ გსურს მამად ღმერთი გყავდეს, მზერა ზეცისკენ წარმართე და არა მიწისკენ. შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედმამაო ჩვენო, რადგანაც ყოველი კაცი, ვითარცა ძე ერთი მამისა, ძმად უნდა მიიჩნიო.

წმიდა იყავნ სახელი შენი. - ანუ ნმინდა გვყავ ჩვენ, რათა ჩვენით იდიდებოდე, რადგან ღმერთი, ისევე როგორც შეურაცხყოფილი, წმინდაც ჩემით იქნება, ან, რაც იგივეა, განდიდდება, ვითარცა წმინდა.

10. მოვედინ სუფევაჲ შენი. - იგულისხმება მეორედ მოსვლა, რადგან ადამიანი, რომელსაც სინდისი სუფთა აქვს, აღდგომისა და განკითხვის დღის დადგომისათვის ლოცულობს.

იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. - ამბობს: ვითარცა...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა უფლისა იესო ქრისტეს ლოცვისა, ესე იგი, მამაო ჩვენოისა, სამთა მოძღვრებათა შინა, თქმული აფხაზეთში ახლად მონათლულთა წინაშე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი

ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.

ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი, მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (8,15).:

...თა, რომელი-ესე ძეობისა სასწაული არს. რამეთუ ძე არა სასყიდლისათჳს სამუშაკოჲსა, არამედ სასოებითა მამულთა კეთილთა მკჳდრობისაჲთა იქმნების აღმასრულებელ ბრძანებათა მამისა თჳსისათა, რომლითა ჩუენცა გამოვაჩინებთ უსაკუთრესსა ძეობასა და ზეცათა კეთილისა მკჳდრ ჩინებულობასა, რაჟამს ვჴმობდეთ: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" (), ვითარ-იგი გუასწავა მაცხოვარმან. ამისთჳსცა მოციქულმან დაჰრთო ებრაული სიტყუაჲ , რომელი გამოითარგმანების: ცხად-ყოს უმეტესი საკუთრებაჲ შვილებისა ჩუენისაჲ.

სხუაჲ ჳკუმენისი: ითარ-იგი ყოველივე და სახე იყო ჩუენისა ამის, ეგრეთვე ძეობაჲცა; რამეთუ ფრიად მათსა მას სახესა ჩუენი ესე ჭეშმარიტებაჲ.

მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, — მკჳდრცა; მკჳდრ ღმრთი თანა და თანამკჳდრ ქრისტესსა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. (8,16-17).

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანიცა მამად უწოდდეს ღმერთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:

...ცვაჲ, რომელი მან მასწავა ჩუენ, არარაჲ ვპოვოთ მას შინა ჴორციელი, არამედ ყოველი სულიერი. ხოლო ისმინეთ, ვითარ სულიერ არს ყოვლითურთ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“. ; ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.

უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).:

...ი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა“. და ოდესმე კუალად შეწუხებულსა ამცნო მიტევებად ცთომაჲ მოყუსისაჲ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ესრეთ ილოცევდით: მომიტევნენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ეგრეთვე აქა პირველად თქუა, ვითარმედ: რომელმან დააბრკოლოს ძმაჲ, დიდისა სასჯელისა თანამდებ არს, ხოლო აწ შეწუხებულსა მას ეტყჳს შემაწუხებელისა მისლვად, რაჲთა განემართოს ცთომაჲ იგი. და არა თქუა, თუ: მივედ, აბრალე და შეჰრისხენ, არამედ „ამხილე“ ხოლო. რამეთუ იგი, ვითარცა მთრვალობითა, ეგრეთ შეპყრობილ არს გულისწყრომითა და სირცხჳლითა, გარნა შენ, უკუეთუ მრთელ ხარ, გიღირს მისლვად სნეულისა და ქმნად სამსჯავროჲ ფარული და კურნებაჲ შეწყნარებული.

რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ამხილე“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს, გარნა ამას ხოლო, ვითარმედ: მოაჴსენე მისი იგი ბრალი, აუწყე, რაჲ-იგი გევნო მისგან, უთხარ სიტყჳთა ტკბილითა, სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, რაჲთა იქმნას თქუენ შორის სიყუარული და მშჳდობაჲ, და შეიძინო ძმაჲ შენი.

ხოლო უკუეთუ დაუჯერებელ და ფიცხელ იპოოს იგი და „არა ისმინოს შენი, მიიყვანეო შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲ...

სრულად ნახვა