მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 7:2

1. Judge not, that ye be not judged.2. For with what judgment ye judge, ye shall be judged: and with what measure ye mete, it shall be measured to you again.3. And why beholdest thou the mote that is in thy brother's eye, but considerest not the beam that is in thine own eye?
Matthew თავი 7
2. For with what judgment ye judge, ye shall be judged: and with what measure ye mete, it shall be measured to you again.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო“ (7,2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა მას დასჯი, არამედ თავსა შენსა, და უსაშინელესსა განიმზადებ სასჯელსა; რამეთუ ვითარცა მოტევებასა მას ზედა ცოდვათასა ჩუენ მიერ განაწესა ყოფად დაწყებისა, რაჟამს გჳბრძანა თქუმად: „მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“, ეგრეთვე საშჯელსა ამასცა შინა განკითხვისასა ჩუენ მიერ ბრძანა საზომისა განჩინებად: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო“, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ყუედრებაჲ ჯერ-არს და უწყალოდ შერისხვაჲ და ზედამისლვაჲ უგულისჴმოდ, არამედ სწავლაჲ სიმშჳდით და სიყუარულით; არცა ძჳრისსიტყუაჲ ჴამს, არამედ განზრახვისა კეთილისა წინაყოფად; არცა ანპარტავანებით შეურაცხ-ყოფაჲ, არამედ სიყუარულით განმართებაჲ; რამეთუ არა მას ავნებო ურიდად შეურაცხებითა მით და ბოროტისმეტყუელებითა, არამედ თავსა შენსა მძიმესა სასჯელსა შთააგდებ.

ჰხედავა, ვითარ ორნი ესე მცნებანი სუბუქნიცა არიან და დიდთა კე-თილთა მომატყუებელ მოქმედთა მათთა, ხოლო გარდამავალთა სასჯელისა დიდისა მიზეზ იქმნებიან? რამეთუ რომელმან მიუტევნეს ბრალნი მოყუსისანი, პირველ მისსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:1-5 — ნუ განიკითხავთ: დირე და წუელი:

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ. - უფალი მხილებას კი არ გიკრძალავს, არამედ სასჯელის დადებას, რადგანაც მხილება სარგებლობისთვისაა, ხოლო სასჯელის დადება - დაყვედრებისა და დამცირებისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ უფრო დიდთა ცოდვათა მქონე სხვებს საყვედურობს და განიკითხავს მას, ვისაც ბევრად უფრო მცირე ცოდვები აქვს და რომელთა განსჯაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

2-5. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. - ვისაც სურვილი აქვს სხვებს უსაყვედუროს, თვითონ უნდა იყოს უბიწო; რადგან უკეთუ იგი, ვისაც თვითონ თვალში დირე ანუ დიდი ძელი, იგივე ცოდვა აქვს და სხვას, ბეწვის (წუელი) მქონეს, საყვედურობს, მას სირცხვილის გრძნობას კიდევ უფრო უკარგავს. უფალი გვაჩვენებს, აგრეთვე,...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წყევლის ნაცვლად ქრისტიანული ლოცვა:

...ნამდვილეში კი მახვილს საკუთარი თავისკენ მიმართავ, რადგან მსაჯულს შენს ცოდვებში ლმობიერი გახდომის ნებას არ აძლევ იმით, რითაც მას სხვების წინააღმდეგ აღიზიანებ. რადგან ამბობს: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ და „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ“ (). ამიტომ ვიყოთ მიმტევებელნი, რათა ღმერთიც ასეთივე შემნდობად შეგვხვდეს.

3. მოსმენილი სიტყვის აღსრულება მტერთათვის ლოცვით

მინდა, ეს არა მხოლოდ ისმინოთ, არამედ დაიცვათ კიდეც. ახლა კი ხსოვნა მხოლოდ სიტყვებამდე აღწევს, ზოგჯერ კი მათამდეც არა. როცა ჩვენ დავშორდებით, თუ ვინმე იმათგან, ვინც აქ არ ყოფილა, იკითხავს, რაზე ვისაუბრეთო, ერთნი ვერც კი უპასუხებენ, ხოლო მცოდნენი მხოლოდ იმ თემას დაასახელებენ, რომელზეც ვილაპარაკეთ: რომ წყენის გულში შენახვა არ გვმართებს, არამედ მტრებისთვისაც უნდა ვილოცოთ. შემდეგ კი, ყველაფრის თქმას თავი რომ დავანებოთ — რადგან ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია — ზოგნი მცირედს იხსენებენ, ისიც მხოლოდ ცალკეულ რამეს. ამიტომ გევედრებით: თუ ნათქვამთაგან არაფერს იძენთ,...

სრულად ნახვა
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა (3,13).:

...მცნებს, რაჲთა ესრეთ განუშორებელად ვიპყრნეთ ესენი, ვითარცა სამოსელი — გუამისაგან.

მოციქულისაჲ: თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა (3,13).

თარგმანი: იხილე და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ, თანა-შეტყუებითა სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქუენ" (); რამეთუ რასაცა ზედა თავს-ვიდვათ მოყუასი, და რაჲცა რაჲ მიუტეოთ მას, ყოველივე ესე თავთა ჩუენთათჳს დაგჳუნჯებიეს, რაჲთა ნაცვალად მოვიღოთ თავს-დებაჲ და მოტევებაჲ ღმრთისა მიერ და კაცთაცა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი, ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ (3,13).

თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე შემოგუართუა სახედ, ყოველივე მიზეზი ძჳრისჴსენებისაჲ მოგჳსპო, რამეთუ მან მაგინებელთაცა და მცემელთა, მნერწყუველთა და მბასრობელთა, ჯუარის-მცუმელთა და განმგურემელთა შეუნდო და სწორებით ყოველთათჳს დადვა სული თჳსი.

მოციქულისაჲ: და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (3,14).

თარგმანი: ვინაჲთგან მიუტევის კაცმან მოყუასსა ბრალი, ხოლო შეიყუაროს არა, ამისთჳს სიყუარულითა განამტკიცებს ძჳრუჴსენებელობასა, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა ვერ მტკიცე არს მიტევებაჲ იგი, რამეთუ სიძულილი კუალად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს:

...არღარა სასყიდელისათჳს, არამედ თჳნიერ მისაცა შუენიერ-უჩნს სათნოებაჲ და იქმან მას ამისთჳს, რამე-თუ ღმერთსა ესრეთ ჰნებავს, ხოლო რომელი უძლურ იყოს, იგი გჳრგჳნ-თაცა მოიგონებდეს; ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს“. ; ;

ვიდრემდის, ჵ კაცნო, მჴეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სი...

სრულად ნახვა