მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:13

12. But when Jesus heard that, he said unto them, They that be whole need not a physician, but they that are sick.13. But go ye and learn what that meaneth, I will have mercy, and not sacrifice: for I am not come to call the righteous, but sinners to repentance.14. Then came to him the disciples of John, saying, Why do we and the Pharisees fast oft, but thy disciples fast not?
Matthew თავი 9
13. But go ye and learn what that meaneth, I will have mercy, and not sacrifice: for I am not come to call the righteous, but sinners to repentance.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“ (9,12-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინი აბრალობდეს მიახლებასა ცოდვილთასა, ხოლო მან გამოუცხადა, ვითარმედ: უფროჲსად გარემიქცევაჲ მათგან ესე არს საქმე უჯეროჲ და უღირსი კაცთმოყუარებისა მისისაჲ; და არა თუ ბრალისაგან ხოლო განშორებულ არს განკურნებაჲ იგი უძლურთაჲ, არამედ უფროჲს მრავლისა ქებისა და გალობისა ღირს არს. ვინაჲთგან უკუე სნეულად უწოდა ცოდვილთა მათ, რაჲთა არა მეინაჴენი იგი და შემოკრებულნი მეზუერენი შეწუხნენ, ამისთჳს თქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. აყუედრა სიტყჳთა ამით უგულის-ჴმოებაჲ მათი წერილთათჳს. ამისთჳს შერისხვისსახედ ჰრქუა, არა თუ იგი განრისხნა, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთა მათ შეიკდიმონ; რამეთუ აქუნდა ჟამი მაშინ თქუმად, ვითარმედ: არა გულისჴმა-ჰყავთა, ვითარ აღვჴოცენ ცოდვანი იგი განრღუეულისანი, ვითარ განვკურნე გუამი იგი დაჴსნილი? გარნა არარას ესევითარსა ეტყჳს, არამედ პირველად ბუნებითნი საქმენი სახედ მოართუნა და მერმე სიტყუაჲ წერილისაჲ წინაუყო. პირველად ჰრქუა, ვითარმედ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“, რაჲთა გულისჴმა-ყონ უგულისჴმოთა მათ, ვითარმედ იგი არს მკურნალი სულთა და ჴორცთაჲ; და მერმეღა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:9-13 — მათეს მოწოდება და ცოდვილებთან სერობა:

9. და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. - პეტრესა და იოვანესთან ერთად კი არ მოუწოდა, არამედ მაშინ, როცა დაინახა, რომ უკვე ირწმუნებდა, ისევე როგორც პავლესაც მაშინ მოუწოდა, როცა ამის დრო მოვიდა. გვიკვირდეს მახარებელისა, როგორ ამხელს თავის ცხოვრებას, თუმცა სხვებმა მისი სახელი დამალეს და მას ლევი უწოდეს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ იგი ერთი სიტყვით მოიქცა, ეს ღმრთის საქმეა.

10-11. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? - ქრისტეს სტუმრობით ფრიად გახარებულმა მათემ ხარკის ამკრეფნი მიიწვია. თუმცა ამის გამო გაკიცხავდნენ, ქრისტემ მაინც ჭამა მათთან ერთად, რათა მათთვის სარგებლობა მოეტანა. ფარისევლები კი, რომელთაც უნდოდათ მისთვის მოწაფეები ჩამოეშორებინათ, მეზვერეებთან ტაბლის გაზიარების გამო საყვედურობდნენ.

12-13. ხოლო იესუს ვითარცა ესმა,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.

მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: „არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის“ (), „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ“ (), „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ ().

ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს.

თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

მაშ, შევიმოსოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს:

...(იგავ. 4,18) ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“, ; რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.

ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი ღმერთსა, არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰრებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგანი, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიაქცევს პირსა თჳსსა მისგან. ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ იგი. და უკუეთუ კაენ, ვინაჲთგან უდარესი შეწირა ღმრთისა, დაისაჯა, რაჲ ვყოთ ჩუენ, უკუეთუ ანგაჰრებისაგან ვიქმოდით წყალობასა?

ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა მოხუეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდით ქველისსაქმესა. უკუეთუ ერთი გულოცვიდეს და ერთი გუწყევდეს, რაჲ სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაჲ? ხოლო უკუეთუ ვეკრძალებოდით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...უყო და ჰრქუა მათ მხილებით:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველადცა სხუასა ადგილსა ჰრქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ვინაჲთგან უკუე უგულისჴმოებასავე ზედა ეგნეს, ამისთჳს აწ აყუედრებს და იტყჳს: უკუეთუმცა ვითარცა გარქუ, გესწავა, რაჲ არს ძალი სიტყჳსა ამის, არამცა აბრალებდით და სჯიდით უბრალოთა ამათ; უკუეთუმცა გაქუნდა გონებაჲ ცნობად, თუ რომელნი არიან საქმენი თანამდებნი აწ, ვინაჲთგან მე ქუეყანად მოვედ, არამცა ესრეთ იტყოდეთ; უკუეთუმცა გულისჴმა-გეყო, ვითარმედ პირველვე ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელ-თა, ვითარმედ: მე წყალობაჲ მნებავს ნათესავისა კაცთაჲსაჲ და სხუათა წესთა სულიერთა განუწესებ, ხოლო წესთა ამათ აჩრდილისათა, მსხუერპლთა და მრგულიადდასაწუველთა, განვაქარვებ, რომელნი პირველითგან სიფიცხისა და სიზრქისათჳს გონებათა თქუენთაჲსა დაიწესნეს, და შაბათთა ამათ ძუელთა დავაცხრობ. უკუეთუმცა ესე გეცნა, აწმცა უბრალოთა ამათ არა აბრალებდით; არამედ ამასცა უმეცარ ხართ, რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ესე თავისა თჳსისათჳს თქუა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უგულის-ჴმონ...

სრულად ნახვა