მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:3

2. And, behold, they brought to him a man sick of the palsy, lying on a bed: and Jesus seeing their faith said unto the sick of the palsy; Son, be of good cheer; thy sins be forgiven thee.3. And, behold, certain of the scribes said within themselves, This man blasphemeth.4. And Jesus knowing their thoughts said, Wherefore think ye evil in your hearts?
Matthew თავი 9
3. And, behold, certain of the scribes said within themselves, This man blasphemeth.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).

თჳსად ქალაქად ამას ადგილსა კაპერნაუმსა იტყჳს, რამეთუ ბეთლემს იშვა და ნაზარეთს აღიზარდა და მერმე დაუტევა ნაზარეთიო და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს. ამას უკუე სახელ-სდვა აწ მახარებელმან თჳსა ქალაქად.

ხოლო განრღუეული ესე სხუაჲ არს და არა იგი, რომლისათჳს იოვანე იტყჳს, რამეთუ იგი საბანელსა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:1-8 — განრღვეულის განკურნება და ცოდვათა მიტევება:

1-2. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე.- მის ქალაქში მათე კაპერნაუმს გულისხმობს, რადგან უფალი იქ ცხოვრობდა. დაიბადა იგი ბეთლემში, ნაზარეთში აღიზარდა, ხოლო კაპერნაუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო. ეს დავრდომილი სხვაა და არა ის, ვისზეც იოვანე ლაპარაკობს, რადგან ის იერუსალიმში იყო, ცხვრის საბანელთან, ეს კი - კაპერნაუმში: თანაც იმას კაცი არ ჰყავდა, ხოლო ეს, როგორც მარკოზი ამბობს, ოთხმა მოიყვანა და ჭერიდან ჩაუშვა, რაც მათესთან გამოტოვებულია.

და იხილა იესუ სარნმუნოებაჲ მათი. - ანუ მომყვანებელთა, რადგან სასწაულებს იგი ხშირად მომყვანებელთა ან თავად სნეულის რწმენის გამო აღასრულებდა.

და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. - შვილი უწოდა ან როგორც ღმრთის ქმნილებას, ან როგორც მორწმუნეს. გვიჩვენა რა, რომ უძლურების უმთავრესი მიზეზი ცოდვებია, დავრდომილი ჯერ მათგან გაათავისუფლა.

3-5. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...და, შუაში გამოიტანდა და ამით არცთუ მცირე ნიშანს იძლეოდა; ასე მოიქცა, მაგალითად, განრღვეულის შემთხვევაშიც. რადგან, როცა მას უთხრა: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“ (), ისინი კი თავის გულში ამბობდნენ: „ესე გმობს“ (), მან, ვიდრე განრღვეულს განამტკიცებდა, თქვა: „რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ () ამით ქრისტე ღმრთეების უდიდეს საბუთს იძლეოდა: გონების დაფარულის ცოდნას. რადგან ამბობს: „რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი“ (). დავითიც კვლავ ამბობს: „რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო“ (). ღმერთი ამას წინასწარმეტყველებსაც ხშირად აცნობებდა, რათა მსმენელებს ესწავლათ, რომ ნათქვამში არაფერი იყო მხოლოდ ადამიანური, არამედ მთელი განჩინება ზეგარდმო და ცათაგან იყო ჩამოტანილი.

...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).:

...ნა; და მას ჰრქუა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ხოლო ამას ეტყოდა: „იხილე, ნუ კუალად სცოდავ“; და ჰურიანი აქა შაბათისათჳს დრტჳნვიდეს, ხოლო მუნ გმობასა სწამებდეს.

ხოლო შენ იხილე უფლისა სახიერებისა მიუწდომელობაჲ, ვითარმედ არა თუ ოდენ განკურნა, არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმოდა: და პურთა მათ ზედა რაჲთა არა თქუან, თუ: უცნებაჲ იყო, ამისთჳს ფრიადი ნეშტი დააშ-თინა; და კეთროვანსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა“, რაჲთა განწმედაჲცა მისი საცნაურ იყოს, და რომელნი იტყოდეს, თუ: წინააღუდგების შჯულსა ღმრთისასა, მათ პირი დაუყოს.

ხოლო იხილე სარწმუნოებაჲ განრღუეულისაჲ მის, ვითარმედ მეყსეულად ჰრწმენა და აღდგა, სიტყჳსაებრ მისისა აღიღო ცხედარი თჳსი და არა ერჩდა მათ, რომელნი ეტყოდეს, ვითარმედ: „შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედრისა“ (5,10), არამედ ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „რომელმან-იგი განმკურნა, მან მრქუა,...

სრულად ნახვა