მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:2

1. And he entered into a ship, and passed over, and came into his own city.2. And, behold, they brought to him a man sick of the palsy, lying on a bed: and Jesus seeing their faith said unto the sick of the palsy; Son, be of good cheer; thy sins be forgiven thee.3. And, behold, certain of the scribes said within themselves, This man blasphemeth.
Matthew თავი 9
2. And, behold, they brought to him a man sick of the palsy, lying on a bed: and Jesus seeing their faith said unto the sick of the palsy; Son, be of good cheer; thy sins be forgiven thee.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

თჳსად ქალაქად ამას ადგილსა კაპერნაუმსა იტყჳს, რამეთუ ბეთლემს იშვა და ნაზარეთს აღიზარდა და მერმე დაუტევა ნაზარეთიო და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს. ამას უკუე სახელ-სდვა აწ მახარებელმან თჳსა ქალაქად.

ხოლო განრღუეული ესე სხუაჲ არს და არა იგი, რომლისათჳს იოვანე იტყჳს, რამეთუ იგი საბანელსა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:1-8 — განრღვეულის განკურნება და ცოდვათა მიტევება:

1-2. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე.- მის ქალაქში მათე კაპერნაუმს გულისხმობს, რადგან უფალი იქ ცხოვრობდა. დაიბადა იგი ბეთლემში, ნაზარეთში აღიზარდა, ხოლო კაპერნაუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო. ეს დავრდომილი სხვაა და არა ის, ვისზეც იოვანე ლაპარაკობს, რადგან ის იერუსალიმში იყო, ცხვრის საბანელთან, ეს კი - კაპერნაუმში: თანაც იმას კაცი არ ჰყავდა, ხოლო ეს, როგორც მარკოზი ამბობს, ოთხმა მოიყვანა და ჭერიდან ჩაუშვა, რაც მათესთან გამოტოვებულია.

და იხილა იესუ სარნმუნოებაჲ მათი. - ანუ მომყვანებელთა, რადგან სასწაულებს იგი ხშირად მომყვანებელთა ან თავად სნეულის რწმენის გამო აღასრულებდა.

და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. - შვილი უწოდა ან როგორც ღმრთის ქმნილებას, ან როგორც მორწმუნეს. გვიჩვენა რა, რომ უძლურების უმთავრესი მიზეზი ცოდვებია, დავრდომილი ჯერ მათგან გაათავისუფლა.

3-5. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ე სასწაულებიდან მომდინარე მტკიცებულებას მისცემდა, იუდეველთა ბოროტებას, რომელიც მათ გონებაში დუღდა, შუაში გამოიტანდა და ამით არცთუ მცირე ნიშანს იძლეოდა; ასე მოიქცა, მაგალითად, განრღვეულის შემთხვევაშიც. რადგან, როცა მას უთხრა: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“ (), ისინი კი თავის გულში ამბობდნენ: „ესე გმობს“ (), მან, ვიდრე განრღვეულს განამტკიცებდა, თქვა: „რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ () ამით ქრისტე ღმრთეების უდიდეს საბუთს იძლეოდა: გონების დაფარულის ცოდნას. რადგან ამბობს: „რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი“ (). დავითიც კვლავ ამბობს: „რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო“ (). ღმერთი ამას წინასწარმეტყველებსაც ხშირად აცნობებდა, რათა მსმენელებს ესწავლათ, რომ ნათქვამში არაფერი იყო მხოლოდ ადამიანური, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა შემდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; ; ; და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).:

...ს მას, ანუ თუ განკურნებაჲ მისი ეგულების. ხოლო ისმინე, თუ რაჲ ჰრქუა უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნიმე იტყჳან, თუ: ესე არს, რომლისათჳსცა მათეცა იტყჳს. და არა ესე არს, რამეთუ მას მრავალნი ჰყვეს მოღუაწენი, რომელთა მოიყვანეს უფლისა, ხოლო ამას არცა ერთი აქუნდა; მან არაჲ ჰრქუა უფალსა, ხოლო ამან ყოველივე ცხორებაჲ თჳსი მიუთხრა; და ესე შაბათსა განკურნა, ხოლო იგი - სხუასა დღესა; და იგი სახლსა შინა განკურნა, ხოლო ესე - საბანელსა თანა; და მას ჰრქუა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ხოლო ამას ეტყოდა: „იხილე, ნუ კუალად სცოდავ“; და ჰურიანი აქა შაბათისათჳს დრტჳნვიდეს, ხოლო მუნ გმობასა სწამებდეს.

ხოლო შენ იხილე უფლისა სახიერებისა მიუწდომელობაჲ, ვითარმედ არა თუ ოდენ განკურნა, არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...წილ დადვა ქმნაჲ. ხოლო ფრიადი არს განყოფილებაჲ ამათი, რამეთუ მოცემაჲ მსახურისაჲ არს, რომელსა სხჳსაგან მოეღოს.

ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „იქმნა მადლი და ჭეშმარიტებაჲ“, საქმე არს მეუფისაჲ, რომელი ჴელმწიფებით მიუტევებს ცოდვათა და გამოაჩინებს ნიჭსა მისსა. ამისთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტე...

სრულად ნახვა