მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:6

5. For whether is easier, to say, Thy sins be forgiven thee; or to say, Arise, and walk?6. But that ye may know that the Son of man hath power on earth to forgive sins, (then saith he to the sick of the palsy,) Arise, take up thy bed, and go unto thine house.7. And he arose, and departed to his house.
Matthew თავი 9
6. But that ye may know that the Son of man hath power on earth to forgive sins, (then saith he to the sick of the palsy,) Arise, take up thy bed, and go unto thine house.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუასაცა ადგილსა, ეტყოდეს რაჲ ჰურიანი, ვითარმედ: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“, არა დაჰჴსნა სიტყუაჲ იგი მათი, არამედ უფროჲსად დაამტკიცა და ჰრქუა: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი; უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენენ“. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან იგინი იგონებდეს, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა“, თავადმან სხუაჲცა სასწაული ღმრთეებისა თჳსისაჲ აჩუენა და სახე დიდი მამისა თანასწორებისაჲ. რამეთუ იგინი იგონებდეს, თუ მიტევებაჲ ცოდვათაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ხოლო თავადმან დაფარულნიცა გულთა მათთანი გამოაცხადნა, რომელ ესეცა ღმრთისა საქმე არს. რამეთუ მათ სიტყუაჲ ესე არა გამოაცხადეს, არამედ გულთა შინა იგონებდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მუნ ვიეთმე მწიგნობართა თქუეს გულთა თჳსთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:1-8 — განრღვეულის განკურნება და ცოდვათა მიტევება:

1-2. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე.- მის ქალაქში მათე კაპერნაუმს გულისხმობს, რადგან უფალი იქ ცხოვრობდა. დაიბადა იგი ბეთლემში, ნაზარეთში აღიზარდა, ხოლო კაპერნაუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო. ეს დავრდომილი სხვაა და არა ის, ვისზეც იოვანე ლაპარაკობს, რადგან ის იერუსალიმში იყო, ცხვრის საბანელთან, ეს კი - კაპერნაუმში: თანაც იმას კაცი არ ჰყავდა, ხოლო ეს, როგორც მარკოზი ამბობს, ოთხმა მოიყვანა და ჭერიდან ჩაუშვა, რაც მათესთან გამოტოვებულია.

და იხილა იესუ სარნმუნოებაჲ მათი. - ანუ მომყვანებელთა, რადგან სასწაულებს იგი ხშირად მომყვანებელთა ან თავად სნეულის რწმენის გამო აღასრულებდა.

და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. - შვილი უწოდა ან როგორც ღმრთის ქმნილებას, ან როგორც მორწმუნეს. გვიჩვენა რა, რომ უძლურების უმთავრესი მიზეზი ცოდვებია, დავრდომილი ჯერ მათგან გაათავისუფლა.

3-5. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...არამედ სამთავე სახელსვსდებთ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ სამთავე პატივისა ზიარებაჲ, გულისხმა-ვყოთ ჟამსა მას კეთილთა მათ ზიარებისასა. უკუეთუ არა, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ძესაცა ოდენ ძალ-უც ცოდვათა მოტევებაჲ და სულსა წმიდასაცა, ისმინე, ძისათჳს ვითარ ეტყჳს ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა შენდობად ცოდვათა“; ; ; და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...ს, არამედ დაამტკიცებსცა. ამისთჳსცა სხუასა ადგილსა თქუეს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“. ; ; და იგი უკუე ერთი ბრალობაჲ მათი დაამტკიცა, რამეთუ გამოაჩინა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არამედ ყოველსავე სწორებითა მისითა იქმს. ხოლო აქა მეორისა მის ბრალობისათჳს წინააღუდგების, რომელსა იტყოდეს იგინი დაჴსნისათჳს შაბათისა, და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ შჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა“ (7,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ: „არავინ“? ამისთჳს, რამეთუ ყოველნი ეძიებდეს მას მოკლვად. ხოლო ესრეთ არს სიტყჳსა მისისა ძალი, ვითარმედ: მე დაღაცათუ შჯული დავჰჴსენ შაბათისაჲ, გარნა კაცი ვაცხოვნე და მისისა ცხორებისათჳს დავჰჴსენ შაბათი, და საქმჱ იგი ჩემი უკუეთუ გარდასლვაჲ იყო შჯულისაჲ, - რომელ-იგი არა იყო, არამედ დაღაცათუ იყო, ცხორებისათჳს კაცისა, - და არა ჯერ-იყო თქუენ მიერ შჯაჲ ჩემი, რომელნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...!“ ; ; და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტემან აღასრულნა იგინი საქმით. ხოლო უკუეთუ გნებავს, ვიხილნეთ სახენიცა იგი მცირედ რაჲმე, რამეთუ არცა შესაძლებელ არს ყოველთავე ერთბამად თქუმად, არამედ მცირედისაგან გულისხმა-ვყოთ ყოველივე. და უკუეთუ გნებავს, ვთქუათ ვნებისათჳს. და იხილე უკუე, რასა იტყჳს სახე იგი, ვი-თარმედ: „მიიღეთ კრავი იგი და დაკალთ! და ქმნესცა ყოვ...

სრულად ნახვა