მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 1:9

8. For God is my record, how greatly I long after you all in the bowels of Jesus Christ.9. And this I pray, that your love may abound yet more and more in knowledge and in all judgment;10. That ye may approve things that are excellent; that ye may be sincere and without offence till the day of Christ;
Philippians თავი 1
9. And this I pray, that your love may abound yet more and more in knowledge and in all judgment;
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა (1,9).:

თარგმანი: ესრეთ უსაზღვროებასა ქრისტეს მიერისა სიყუარულისასა უჩუენებს მათ ლოცვით თხოვითა დღითი-დღე გარდარევისა და უფროჲს გარდამატებისაჲთა; ხოლო სიყუარულსა შინა ეძიებს ქონებასა მეცნიერებისა და სიფრთხილისასა, რაჲთა უწყოდინ, თუ ვიეთი უჴმს სიყუარული. ცხად არს, ვითარმედ —მართლმორწმუნეთა და მარგებელთა სულისათაჲ, ანუ ვიეთ — არა-სიყუარული; ცხად არს, ვითარმედ — ურწმუნოთა და ბოროტადმორწმუნეთა და მავნებელთა სულისათაჲ, რომელთათჳს სხუასა ადგილსა გუეტყჳს, ვითარმედ: "შესაძლებელ თუ იყოს, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" (). ესე ამისთჳს, რამეთუ საღმრთოჲსა გზისა განმდრეკელთა თანა მშჳდობის-ყოფაჲცა ძლით შესაძლებელ არს, არათუმცა სიყულიცა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის