მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 4:5

4. Rejoice in the Lord alway: and again I say, Rejoice.5. Let your moderation be known unto all men. The Lord is at hand.6. Be careful for nothing; but in every thing by prayer and supplication with thanksgiving let your requests be made known unto God.
Philippians თავი 4
5. Let your moderation be known unto all men. The Lord is at hand.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა (4,5).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: სიმშჳდე ეგე თქუენი ეუწყენ ყოველთა კაცთა, რამეთუ ვინაჲთგან მრავალთა მიერ ურწმუნოთა და ბოროტად მორწმუნეთა იმძლავრებოდეს და იდევნებოდეს მაშინ ფილიპელნი, ამისთჳს ეტყჳს, რაჲთა მათ ყოველთა მიმართ ჩუენებითა სიმშჳდისაჲთა ყოველთა კაცთა აუწყონ მყუდროებაჲ თჳსი, რაჟამს არავის წინააღმდგომთაგანსა სძულობდენ და ემტერებოდინ, ვითარცა რეცა მიზეზითა შჯულთა საღმრთოთა განმაყენებელობისაჲთა, რამეთუ მშჳდი — იგი არს, რომელი სამართალსა მიზეზსა ზედა არავის განურისხნებოდის და მაჭირვებელთა მიმართ თჳსთა სახიერ იყოს, ვითარცა შესაძინელისა დიდისა მიმღებელი ჭირთა მათგან, მათ მიერ შემთხუეულთა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...ისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“, რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ ესრეთ გეტყჳ: უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული. და უკუეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს“, არა აწ უფროჲსად ახლოს არსა? უკუეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროჲსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი შიშითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ოდეს არა უწყოდით, არამედ უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს“. ; რამეთუ მეყსა შინა მოიწევის, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ უცნაურად მეყსა შინა ეწიის დედაკაცსა, რაჟამს არა მოელინ, მრავალგზის. და ამისთჳს ვიყვნეთ მარადის მზა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მისთანათა მონათა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (24,48-51).:

...ადრუკო, განაღა მოელი მოსლვასა მისსა გინა თუ ადრე, გინა თუ ნელად, რაჲსათჳს უკუე არა ჰზრუნავ თავსა შენსა? ხოლო ჩუენ ვისწავებთ, ვითარმედ არცა თუ ყოვნის მოსლვად, რამეთუ ესე სიტყუაჲ, თუ: „ყოვნის“, არა უფლისაჲ არს, არამედ ბოროტისა მის მონისაჲ. ხოლო ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უფალი ახლოს არსო, ნუ ჰზრუნავთ“; და კუალად იტყჳს: „მომავალი იგი მოვიდესო და არა ყოვნოს“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უფროჲსად უმეცრებაჲ იგი დღისაჲ მის და უცნაურობაჲ ფრიად სარგებელ არს მონათათჳს, რაჲთა მარადის განკრძალულ იყვნენ. ამისთჳს დაფარა უწყებაჲ მისი უფალმან, რაჲთა ყოვლადვე მღჳძარე ვიყვნეთ და გუეშინოდის იგავისა მისგან ბოროტისა მის და უდებისა მონისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი“. ესე იგი არს, განაგდოს ერთობისაგან საკუთარ-თა და სარწმუნოთა მონათაჲსა და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.

სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა

და აწ, საყუარელნო, ჩუენცა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა შეგუემთხჳოს მლევანი ესე საქმჱ. რამეთუ რომელთაცა ჰქონან საფასენი და არა მისცემენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...ყუარებითა სნეულ ხარ და ანგაჰრებითა, ისმინე სიტყუაჲ მკურნალისაჲ მის, რასა გეტყჳს: „რომელთა ჰნებავსო სიმდიდრე, შთავარდებიან განსაცდელსა და გულისთქუმათა მავნებელთა, რომელნი დაანთქმენ კაცსა წარსაწყმედელად“; და კუალად იტყჳს: „უფალი ახლოს არს, ნურას იურვით“; და „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“.

გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთ...

სრულად ნახვა