1.(To the chief Musician, A Psalm of David.) In the LORD put I my trust: how say ye to my soul, Flee as a bird to your mountain?2.For, lo, the wicked bend their bow, they make ready their arrow upon the string, that they may privily shoot at the upright in heart.3.If the foundations be destroyed, what can the righteous do?4.The LORD is in his holy temple, the LORD'S throne is in heaven: his eyes behold, his eyelids try, the children of men.5.The LORD trieth the righteous: but the wicked and him that loveth violence his soul hateth.6.Upon the wicked he shall rain snares, fire and brimstone, and an horrible tempest: this shall be the portion of their cup.7.For the righteous LORD loveth righteousness; his countenance doth behold the upright.
...ასევე იქცეოდნენ სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა ამჟამინდელი ცხოვრების გამო გლოვობდნენ და ამბობდნენ: „ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს“ (); და თვით ესეც ამბობს: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ“ (). რადგან ცხოვრება მხოლოდ იმით კი არ არის მძიმე, რომ მრავალი ამაოება და უდროო საზრუნავი აქვს, არამედ იმითაც, რომ ბოროტთა მოზღვავებაც დიდია.ასეთებთან ურთიერთობაზე უფრო მძიმე და ძნელი კი არაფერია.რადგან კვამლი და სიმშრალე ისე არ ამძიმებს თვალებს, როგორც ბოროტებთან ურთიერთობა სულებს შფოთში აგდებს.ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტეც აჩვენებს ასეთი ცხოვრების სიმძიმეს?რადგან როდესაც ამბობს: „ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა?“ (), სწორედ ამას მიანიშნებს: „დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა“ ()....
...ველგვარ სიზუსტეს იჩენენ, თუმცა ხედვით იციან, რა არის ნამდვილად მიწა და რა არის ნამდვილად ოქრო. საღმრთო წერილში კი ასე არ არის.რადგან აქ ოქრო მიწასთან შერეული არ დევს წინ, არამედ წმინდა ოქროა, „ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით“ ().რადგან საღმრთო წერილები არ არის საბადოები, რომ დამუშავებას საჭიროებდეს, არამედ მათგან გამომავალი სიმდიდრის მაძიებელთათვის მზა საუნჯეს იძლევიან.რადგან მხოლოდ ჩახედვაც კმარა, რათა ყოველგვარი სარგებლით აღვსილნი წავიდეთ; მხოლოდ გახსნაც კმარა და მაშინვე ვიხილავთ ქვათა ბრწყინვალებას.
ეს ჩემგან უბრალოდ არ თქმულა და სიტყვაც შემთხვევით არ გამიგრძელებია; არამედ იმიტომ, რომ არსებობენ ისეთი უხეში ადამიანები, რომლებიც, როცა საღმრთო წიგნებს ხელში აიღებენ და შემდეგ წლების რიცხვს ან სახელთა ჩამონათვალს ნახავენ, მაშინვე გვერდს უვლიან და მათ მხილებლებს ეუბნებიან: „მხოლოდ სახელებია და სასარგებლო არაფერს შეიცავს“.რას ამბობ? ღმერთი მეტყველებს, და შენ ბედავ თქმას, რომ ნათქვამთაგან სასარგებლო არა...
...ხავ კაცს ნიჭიერსა და ენერგიულს, რომელიც თავის ნიჭიერებას ბოროტად - საკუთარი მოგების, ცბიერებისა და მიწიერი საქმეებისათვის იყენებს, ჩათვალე, რომ მან ტალანტი მიწაში ანუ მიწიერ საქმეთა შინა ჩაფლა. დიდი ხნის შემდეგ მოვა მბოძებელი ვერცხლისა ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა, რამეთუსიტყუანი უფლისანი არიან ვეცხლ გამოჴურვებულ (), ან სხვა რომელიმე ნიჭისა, რომელიც ვინც მას ფლობს, განაბრწყინვებს და განადიდებს, და მიღებულისათვის ანგარიშს მოსთხოვს.
25:20-30 — ანგარიშსწორება მონებთან
**20-30. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შ...