...განვლილი ცხოვრების ანგარიში მოითხოვა, ასე მიჰყავს სათნოების საქმეში. რადგან მხოლოდ ბოროტთაგან თავის შეკავება არ კმარა, არამედ კეთილის ქმნაც უნდა დაერთოს. ამიტომაც, შემდგომაც შეაგონებს და ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ ()2. რადგან სასჯელის მოტანა სათნოების უმოქმედობასაც შეუძლია და არა მხოლოდ ბოროტების მოქმედებას. რადგან ისინიც, რომლებმაც მშიერი არ გამოკვებეს, მწყურვალი არ დაარწყულეს და შიშველი არ შემოსეს, არ იტაცეს, ანგარებით არავის არაფერი წაართვეს, სხვისი არაფერი აუღიათ; მაგრამ რადგან წყალობა არ აღასრულეს, სწორედ ამიტომ უკვდავ სასჯელსა და დაუსრულებელ სატანჯველს მიეცემიან. აქედან ვსწავლობთ, რომ ბოროტთაგან თავის შეკავება ჩვენთვის ცხონების დასაწყისიც კი არ არის, თუ მას კეთილთა მოპოვებაცა და სათნოების საქმეც არ დაერთო.
9. სიმართლის მსხვერპლი და განგების ნათელი
სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველი, როცა გულშ...