...ამიტომ მადლიერისგან ისეთ განწყობას მოითხოვს, რომ მადლიერი სწრაფვით ინთებოდეს, სიყვარულით იღვიძებდეს და მთლიანად ენთებოდეს საგალობლით ქებული ღმერთისადმი; როგორც სხვაგანაც, იმავეს საჩვენებლად, ამბობდა: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!“ ().
და კვლავ: „სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა“ (). და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა?“ (); ეს კი სხვა მთარგმნელმა ასე თქვა: „ვითარცა მწყურვალ მიწაზე“. რადგან ამ სიტყვების მთქმელს სურს თავისი სულის განწყობა და სწრაფვა წარმოაჩინოს; ამიტომ სულს მწყურვალ მიწას და წყურვილით დამწვარ ირემს ადარებს. და სიტყვებითაც კვლავ იმავე სწრაფვას აჩვენებს, როცა ამბობს: „ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“ ()....