მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 44:8

7. But thou hast saved us from our enemies, and hast put them to shame that hated us.8. In God we boast all the day long, and praise thy name for ever. Selah.9. But thou hast cast off, and put us to shame; and goest not forth with our armies.
Psalms თავი 44
8. In God we boast all the day long, and praise thy name for ever. Selah.
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა“ ().

„აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.“ ().

1. სულიწმინდის შთაგონება და კეთილი სიტყვა

მსურდა, ახლა აქ ყოფილიყვნენ ყველა იუდეველი და ყველა ელინი, და ეს წიგნი თვით იუდეველთაგან მიმეღო, რათა ასე წამეკითხა ფსალმუნი. თქვენ ხომ ეს იცით: სასამართლოებშიც და ყველგან საქმეთა მოწმობა მაშინ არის ყველაზე ნაკლებად საეჭვო, როდესაც იგი მტრებისგან არის მოტანილი. ამიტომ, რათა ეს დღესაც მოხდეს, ძველი აღთქმიდან წარმოვადგენთ მოწმობას, რომ იუდეველებიცა და ელინებიც შერცხვენილ იქნენ: იუდეველები — რადგან კითხულობენ და ვერ შეიცნობენ; ელინები კი — რადგან ხედავენ, რომ წიგნები ჩვენამდე მტრებისგან მოდის. რადგან ნამდვილად ვერ იტყვიან, თითქოს ეს წიგნები...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება:

...1:26)? და კვლავ: „მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“ (). და კვლავ დავითმა: „ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა“ (). ხოლო თუ მოსე ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (), ამის მიზეზი თქვენი უძლურება გახდა.

და რა გიკვირს, თუ ეს სწავლებათა მხრივ მოხდა, როცა საქმეებშიც ღმერთი სიტყვას სრულყოფილთაგან ნაკლებისკენ წარმართავდა და ჩვენს უძლურებას მოწყალებით ეშვებოდა? ამიტომ ნებას აძლევდა, ერთი ცოლი გაეშვათ და მეორე შემოეყვანათ, თუმცა დასაბამიდან ასე არ დაუდგენია რჯული. საჭმელთა შესახებაც დიდი გარჩევა დააწესა, თუმცა თავიდან საპირისპირო თქვა: „ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი“ (). ადგილის შესახებაც მრავალი კანონი დაადგინა, რადგან ყველგან ლოცვების ა...

სრულად ნახვა
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი, და ჩუენ მის მიერ (8,6).:

...ე", — ნუ ჰგონებ, ვითარმედ განუკუთნებიეს მამისადა ღმრთეებაჲ და ძისადა — უფლებაჲ, რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთა მიერ მამასა უფალ ეწოდების (ვითარ-იგი. "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა" ()), და ძესა — ღმერთ (ვითარ-იგი: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან" ()); და კუალად, თჳთ ესევე მოციქული უწოდს ძესა ღმრთად: "რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა კურთხეულ" (). ხოლო იტყოდის თუ ვინმე, ვითარმედ: მამასა მარტოდ შეეტყუების ღმრთეებაჲ, ვინაჲთგან უთქუამს — "ერთ არს ღმერთი მამაჲ", ნუუკუე ძესა სადმე მხოლოდ შეეტყუებოდის უფლებაჲ თქუმულითა ამით: "ერთ არს უფალი იესუ ქრისტე"!

არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ წინა-აღსადგომლად წარმართთა მრავალღმრთეებისა და მრავალ-უფლებისა თქუა მოციქულმან ერთღმრთეებაჲ და ერთ-უფლებაჲ.

ხოლო მრავალნი ეძიებენ, თუ რაჲსათჳს არა მოიჴსენა სული წმიდაჲ. ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ, ვინაჲთგან წარმართთა მრავალღმრთეებისა სამხილებელ იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს შეეშინა მოჴსენებაჲ სულისაჲ, განმრავლებისათჳს ღმერთთა და უფალთაჲსა; ნუსადა მათ ჩუენ შორისცა ჰგონონ ყოფა მრავალღმრთეებისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ უცთომელად მოიჴსენა მამისათჳ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა“ (2,3).:

...თავისუფლებით სლვაჲ და მანანაჲსა ჭამაჲ.

ეგრეთვე ესენი იშიშვოდეს, ნუუკუე მოვიდეს მეუფე იგი სახიერი და დააყენნეს იგინი გზათა მათგან ურჩულოებისა მათისათა, რამეთუ ესმოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: მოძულე არს იგი ბოროტისაჲ და მოყუარე კეთილისაჲ, ვითარცა იტყჳს დავით: „შეიყუარე სიმართლე და მოიძულე ურჩულოებაჲ“; და ესაია ღაღადებს: „შჯიდეს სიმართლისა სასჯელითა და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა; და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა და სულითა ბაგეთა მისთაჲთა აღჴოცოს უღმრთოჲ. და იყვნეს სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი“. ამის სახისათჳს შეშფოთნეს ჰურიანი იგი ბოროტისმოყუარენი. ხოლო განიხილე წინაწარმეტყუელთა ჭეშმარიტებაჲ და ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: „ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ“.

ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მე...

სრულად ნახვა