...სოენ“** (). სხვაგან კი იგივე ეს წინასწარმეტყველი ამბობს: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა“ (). და კვლავ: „გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა“ ().
რადგან ასეთია ბოროტება: ესოდენ დიდსა და ამდენი გვირგვინით შემკულ ადამიანს უგუნო არსებათა უღირსობამდე ჩამოაგდებს. ამიტომ ამ ფსალმუნშიც ბოროტების ორი სახე ამოირჩია, დანარჩენის განსჯა მსმენელებს დაუტოვა და ასე ნიშანს ადებს ამ ბოროტებებით შეპყრობილებს. რა იქნებოდა ადამიანზე უფრო უგუნური, რომელიც უაზროდ, ამაოდ და საკუთარი თავის საზიანოდ მთელ ქვეყნიერებას შემოურბენს და უსაზღვრო სიმდიდრეს აგროვებს არა თავისთვის, არამედ უცნობი სხვებისთვის, ხშირად კი მტრებისა და მზაკვრებისთვისაც? და კარგად თქვა: „დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი“ (). რა არის უფრო უგუნური, ვიდრე ის, რომ თვითონ იტანენ სიმდიდრის დაგროვე...