...ტებაჲ იგი ქადაგებისაჲ მის წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლისაგან უცხო იქმნეს იგინი, სცთებოდეს საშოჲთგან, იტყოდეს სიცრუესა. გულისწყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისა მის, ასპიტისა ყრუჲსა, რომლისანი დაყოფილ არიან ყურნი მისნი; არა ესმინ მას ჴმაჲ მსახრვალისა ჴელოვანისა, არცა მიიღის წამალი წამლისმცემელისაგან ბრძნისა“ ), ესენი კუალად წინააღმიდგებიან და ბადეთა დამირწყვენ უუძლურესთა ქსელთა დედაზარდლისასა და იტყჳან, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, ; ზორობაბელისთჳს თქუმულ არსო. აწ უკუე ვჰკითხოთ ყრუთა მათ ასპიტისა მსგავსთა, თუ რომელი შეწყობილებაჲ აქუს სიტყუასა ამას ზორობაბელისთჳს, ვითარმედ: „გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა“, ანუ ვითარ მოეზავოს მას სიტყუაჲ ესე, თუ: „შენგან გამოვიდეს, ბეთლემო, მთავარი“? ვინაჲთგან ზორობაბელ არა ჰურიასტანს, არამედ ქუეყანასა ბაბილოვნელთასა იშვა, ამისთჳსცა ზორობაბელ ეწოდა, რომელ ითარგმანების „თესული ბაბილონს“, ვითარცა უწყიან, რომელთა უსწავიეს ენაჲ ასურასტანელთაჲ; ვითარ უკუე მოეზავოს მას სიტყუაჲ წინაწარმე...