მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 8:5

4. What is man, that thou art mindful of him? and the son of man, that thou visitest him?5. For thou hast made him a little lower than the angels, and hast crowned him with glory and honour.6. Thou madest him to have dominion over the works of thy hands; thou hast put all things under his feet:
Psalms თავი 8
5. For thou hast made him a little lower than the angels, and hast crowned him with glory and honour.
სააღდგომო ეპისტოლე 1978 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლად სამღვდელო მღვდელთმთავართა, პატიოსან მოძღვართა, ღირსთა ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა

ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძვირფასო ძმანო და დანო - შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს - პასექს მარადიულსა და საცხოვნებელს, და ვხმობ:

ქრისტე აღდგა!

ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.

ქრისტე აღდგა!

მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა.

ქრისტე აღდგა!

გამოისყიდა. უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება: მოვალეობა და უზენაესი ჯილდო.

„რაჲ არს...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1984 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::

...ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...

„რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?“ - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს ().

ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?

ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.

ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარ...

სრულად ნახვა