თარგმანი: ვინაჲთგან ჰრომნი ზუაობდეს და აქუნდეს თავნი თჳსნი უაღრეს ყოველთა წარმართთა, ამისთჳს დაამდაბლებს ამით სიტყჳთა გონებასა მათსა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ, ვინაჲთგან სამეუფოჲ არს ქალაქი ეგე თქუენი, თუმცა ამითა უმეტესი რაჲმე გაქუნდა სხუათა წარმართთასა, რამეთუ თქუენცა სხუათა მათ თანავე ჩინებულ ხართ იესუ ქრისტეს მიერ სარწმუნოებასა მისსა.
Romans 1:6
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს ზუაობასა ჰრომთასა და ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, ამითმცა ჰმატდით სხუათა წარმართთა, არამედ თქუენცა მათ თანავე წოდებულ ხართ". ესე იგი არს, არა თჳთ მოსრულობაჲ, არამედ მის მიერვე მოყვანებულობაჲ, რომლისა მიერ არა არს თუალთ-ღება მდიდრისა მიმართ და გლახაკისა. რამეთუ ყოველთა ზოგად უწოდს, და ზოგად შეიწყნარებს ყოველთა მოსრულთა მისსა. ხოლო ამისთჳს პირველად იტყჳს "საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა", რაჲთა უწყოდი, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ მოგუცემს ჩუენ სიწმიდესა. და კუალად, ამისთჳს ზედაჲს-ზედა აქცევს სიტყუასა მას ჩინებულობისასა, რაჲთა მოგუაჴსენნეს ქველისმოქმედებანი ღმრთისანი ჩუენდა მომართ, რომელმან-იგი პირველ მოსლვად ჩუენდამდე ჯერ-იჩინა თჳთ-წოდებით მიყვანებაჲ ჩუენი მისსა.
...ენდა და მოგებად სათნოებათა.
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად
ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“. ; გულისხმა-ვყოთ სახელისა ამის სიმაღლჱ, რამეთუ უკუეთუ ვისმე მეფისად ანუ ერისთვისად ეწოდებოდის, დიდად აქუს პატივად, რომელ მისად ეწოდების. მაშა ჩუენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოზისა და მთავარანგელოზისა ანუ ქერობინისა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა ღმრთისაჲ, არა დავდვათა სული ჩუენი სიკუდილად, რაჲთა არა შეურაცხად გამოჩნდეს ჩუენი იგი სახელი? არა ჰხედავა, მჴედართა მათ, გარემოჲს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს? ხოლო ჩუენ ღირსქმნულ ვართ მახლობელ ქრისტესა ყოფად, არა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?
ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“....