თარგმანი: ყოველთავე მოგიკითხავო, რამეთუ ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ სწორად ჰნებავს, და არა არს მის წინაშე განწვალებაჲ მდიდრისა და გლახაკისაჲ, არამედ ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს.
Romans 1:7
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს ზუაობასა ჰრომთასა და ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, ამითმცა ჰმატდით სხუათა წარმართთა, არამედ თქუენცა მათ თანავე წოდებულ ხართ". ესე იგი არს, არა თჳთ მოსრულობაჲ, არამედ მის მიერვე მოყვანებულობაჲ, რომლისა მიერ არა არს თუალთ-ღება მდიდრისა მიმართ და გლახაკისა. რამეთუ ყოველთა ზოგად უწოდს, და ზოგად შეიწყნარებს ყოველთა მოსრულთა მისსა. ხოლო ამისთჳს პირველად იტყჳს "საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა", რაჲთა უწყოდი, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ მოგუცემს ჩუენ სიწმიდესა. და კუალად, ამისთჳს ზედაჲს-ზედა აქცევს სიტყუასა მას ჩინებულობისასა, რაჲთა მოგუაჴსენნეს ქველისმოქმედებანი ღმრთისანი ჩუენდა მომართ, რომელმან-იგი პირველ მოსლვად ჩუენდამდე ჯერ-იჩინა თჳთ-წოდებით მიყვანებაჲ ჩუენი მისსა.
თარგმანი: ეჰა საკჳრველი ვითარი საქმე ქმნა სიყუარულმან ღმრთისამან ჩუენ თანა, რამეთუ რომელნი-ესე მტერ და შეურაცხ ვიყვენით, მეყსა შინა წმიდა და შვილ ღმრთისა ვიქმნენით, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მადლი თქუენდა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა", რამეთუ, რაჟამს მამაჲ თქუას, ძესა მოასწავებს, ხოლო რაჟამს ძეობაჲ მოგუეცეს მისი, ესე თავი არს ყოველთა კეთილთაჲ.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის