მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 11:26

25. For I would not, brethren, that ye should be ignorant of this mystery, lest ye should be wise in your own conceits; that blindness in part is happened to Israel, until the fulness of the Gentiles be come in.26. And so all Israel shall be saved: as it is written, There shall come out of Sion the Deliverer, and shall turn away ungodliness from Jacob:27. For this is my covenant unto them, when I shall take away their sins.
Romans თავი 11
26. And so all Israel shall be saved: as it is written, There shall come out of Sion the Deliverer, and shall turn away ungodliness from Jacob:
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი (11,26).:

თარგმანი: იაკობად აქა არა თუ მამადმთავარსა იტყჳს, არამედ მისგანთა მათ ნათესავთა. თუ არა იაკობ არაოდეს უშჯულო-ქმნილ არს.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვიდრემდე სავსებაჲ წარმართთაჲ შემოჴდეს, და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხოვნდეს (11,25-26).:

თარგმანი: იგი არს და ამას საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ უკუანაჲსკნელსა მას დღესა, რაჟამს ღმრთისმსახურნი და მორწმუნენი წარმართთაგანნი ცხოვნდენ, მაშინ ისრაჱლნიცა, ყოველნი რომელნი მორწმუნე ქრისტესა იქმნეს და ღირს არიან ისრაჱლ წოდებად იგინიცა, მათ თანა ცხოვნდენ და არა სრულიად წარწყმდეს ნათესავი ჰურიათაჲ, არამედ იგინი ოდენ, რომელნი ურწმუნოებასა შინა ქრისტესსა , მოკუდენ.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, რაჲთა არა იყვნეთ თავით თჳსით ბრძენ: რამეთუ სიბრმე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს, და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს (11,25-26).:

თარგმანი: ესე არს სასწაული სრულიადისა უმეცრებისაჲ, რაჟამს კაცი თჳსსა სიბრძნესა დაამტკიცებდეს, და უფროჲსღა გამოძიებასა შინა ესევითართა საიდუმლოთასა, რომელ არს ესე, ვითარმედ: სიბრმე არა ჟამად-ჟამად არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კერძოდ შეჰყვა ისრაჱლსა. ესე იგი არს, ვითარმედ არა ყოველნი დაბრმეს, არამედ ზოგნი; რამეთუ იყვნეს მათ შორის ურწმუნონი მოქცეულნი, და რომელთა მორწმუნე-ყოფაჲ ეგულებოდა. ხოლო სავსება წარმართთა არიან ყოველნი წარმართნი, რომელთა ეგულების მოსლვაჲ სარწმუნოებად, რაჟამს-იგი ყოველნი შემოჴდენ, მაშინღა ჰურიაობასა შინა დაშთომილნიცა იგი მოუჴდენ სარწმუნოებასა, რამეთუ მათთჳს წერილ არს: "დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა მათ შორის განჰმზადო პირი მათი" ().

გენადისი: ესრეთ იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუ დიდისა რაჲსმე და საკჳრველისა მეეჭუელ ხართ, რომელნი-ეგე თავთა თჳსთა აცთუნებთ, არამედ ისწავეთ შემოკლებულად საიდუმლოჲ ესე საზარელი: კერძოდ დაბრმობილობასა და ცხორებისაგან განვრდომილებასა, თჳნიერ სხუათა მათ რჩეულთასა ურწმუნოებასა შინა დაშთომილთა მათ ისრაიტელთასა თქუენთჳს თავს-იდებს ღმერთი:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის