მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 11:27

26. And so all Israel shall be saved: as it is written, There shall come out of Sion the Deliverer, and shall turn away ungodliness from Jacob:27. For this is my covenant unto them, when I shall take away their sins.28. As concerning the gospel, they are enemies for your sakes: but as touching the election, they are beloved for the fathers' sakes.
Romans თავი 11
27. For this is my covenant unto them, when I shall take away their sins.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესე არს ჩემ-მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,27).:

თარგმანი: შემოიღებს წინაჲსწარმეტყუელისა სიტყუასა მოწამედ, ვითარმედ: "რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი". ესე იგი არს, ვითარმედ: არა რაჟამს წინა-დაიცჳთონ, ანუ რაჟამს შაბათთა იმარხვიდენ, მაშინ აღესრულოს აღთქუმაჲ ჩემი მათდა მიმართ, არამედ რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი, ესე იგი არს, რაჟამს ნათლისღებითა აღიჴოცნენ ბრალნი მათნი.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,27).:

თარგმანი: არა რაჟამს წინადაიცჳთონ ანუ რაჟამს შაბათსა იმარხვიდენ, არამედ რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი, ესე იგი არს, რაჟამს ნათლისღებითა აიჴოცნენ ბრალნი მათნი.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი, და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართი აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,26-27).:

თარგმანი: ესაიაჲსი არს სიტყუაჲ ესე, რომელი ჴმამაღლ ქადაგებს, არა სინით, არამედ სიონით მომავალსა მჴსნელსა, რომელმან მოაქციოს ცოდვათაგან სახლი იაკობისი, და მოიყვანოს სარწმუნოებად თჳსსა. ხოლო, რაჲთა არა პირველ მოქცეულთა ჰურიათა მიაჩემოს ვინმე სიტყუაჲ ესე, ამისთჳს სასწაულსაცა დასდებს მის ჟამისასა: არა რაჟამს წინა-დაიცჳთონ, არცა რაჟამს მსხუერპლნი შეწირნენ, არამედ რაჟამს მიემთხჳნენ მიტევებასა ცოდვათასა, რომელ არს მადლი ნათლისღებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის