მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 13:10

9. For this, Thou shalt not commit adultery, Thou shalt not kill, Thou shalt not steal, Thou shalt not bear false witness, Thou shalt not covet; and if there be any other commandment, it is briefly comprehended in this saying, namely, Thou shalt love thy neighbour as thyself.10. Love worketh no ill to his neighbour: therefore love is the fulfilling of the law.11. And that, knowing the time, that now it is high time to awake out of sleep: for now is our salvation nearer than when we believed.
Romans თავი 13
10. Love worketh no ill to his neighbour: therefore love is the fulfilling of the law.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს ჯერ-არს დამორჩილებად არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა. ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან. ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან. მისცემდით უკუე ყოველთა თანამდებსა: სახარკოსა — ხარკი, საზუერესა — ზუერი, საშინელსა — შიში, საპატივოსა — პატივი. ნურარაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა; რამეთუ სიტყუანი იგი თუ: "არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს", და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა სრულ იქმნების, ვითარმედ: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი". სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის, რამეთუ აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს (13,5-10).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ მთავართაჲ და ჴელმწიფეთაჲ კეთილსა ზედა, არა თუ რისხვისა მის მათისათჳს ოდენ, და ღმრთისა მიერისაცა, რომელ არს ურჩთა ზედა, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა, რომელ არს სჳნიდისი, რომელი მამხილებელად ბოროტისა დაიბადა ღმრთისა მიერ, რაჲთა არა გუამხილებდესო, ვითარცა უწესოთა და ურჩთა. ამისთჳს უკუე, სადა ხარკი ჯერ-იყოს, ხარკი მიეცით, და სადა შიში ჯერ-იყოს, შიშსა აჩუენებდით, სადა პატივი — პატივსა, და ყოვლისა საქმისა, რაჲცა ვისი თანაგედვას, აღასრულებდით, და ნუმცა ვისი გაქუს თანანადები, გარნა სიყუარული ოდენ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და თანანადები სამარადისოჲ.

თავი ი̂ჱ. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს (13,10).:

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ორივე აქუს სიყუარულსა? — განდევნაჲ ბოროტთაჲ და მოწოდებაჲ კეთილთაჲ, რამეთუ, რომელ-იგი მოყუასსა ბოროტსა არა უყოფს; ესე ბოროტთა განდევნაჲ არს. ხოლო ვინაჲთგან შჯულისა აღმასრულებელ არს ესე, — ყოველთა კეთილთა მოწოდებაჲ არს, რამეთუ ყოველივე შჯულისა მოსწრაფებაჲ ესე იყო, რაჲთა მოყუასსა კეთილი უყოს და ურთიერთას დააგნეს და დაამშჳდნეს ნათესავნი ძეთა კაცთანი.

სააღდგომო ეპისტოლე 1993 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო::

...იარისა“.

ხოლო წმ. ისააკ ასური ბრძანებს: „ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თვის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა“.

ასეთი ადამიანი განკითხგის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ივსება. ხოლო „სიყვარულმან მოყვასსა თვსსა ბოროტი არა უყვის“ ().

მაგრამ არიან პიროვნებანი, რომელნიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და თავის მდაბალ „მეს“ ეგოისტურ მოთხოვნილებებს ემონებიან. მათთვის გაუგებარია შეგონება: „იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს“.

არიან ასევე პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს.

ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ.

ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...(მათ. 22,40) და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყემსისა მისთჳს კეთილისა, ხოლო აქა ასწავებს მათ სიყუარულსა და უჩუენებს სიდიდესა მისსა და თავსა თჳსსაცა გულისხმა-უყოფს მათ, თუ ვინ არს. ხოლო რაჲსა...

სრულად ნახვა