თარგმანი: ორ სახედ არს ძალი ამის სიტყჳსაჲ: ერთად, ამას იტყჳს: აწ უმახლობელეს არს დღე იგი ცხორებისაჲ (რომელ არს დღე საშჯელისაჲ), ვიდრეღა ოდეს-იგი გურწმენა, რამეთუ რაჲზომცა დღენი და ჟამნი გარდაჴდებოდიან, იგი დღე მოგუეახლების, ხოლო დღესა მას საშჯელისასა უწოდა ცხორებად, რამეთუ ცხორებაჲ არს იგი მართალთაჲ, და ვითარცა ცოდვილთა მიმართ რაჲ იყოს სიტყუაჲ, დღესა მას რისხვა და სალმობა ეწოდების, ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან მორწმუნეთა ეტყოდა და სათნოებანი ზემო წარმოთქუნა, ცხორებად სახელ-სდვა მას დღესა ნუგეშინის-საცემელად მათდა. ხოლო მეორედ, ესეცა ძალი აქუს ამას სიტყუასა, ვითარმედ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრეღა ოდეს-იგი გურწმენა; ესე იგი არს, ვითარმედ აწ უმეტესად გულისჴმა-ვყავთ სიკეთე სათნოებათაჲ და გამორჩევაჲ მათი. და აწ უფრო სუბუქად აღგჳჩნდა შრომაჲ მოღუაწებისაჲ, ვიდრეღა მაშინ, რაჟამს ოდენ გურწმენა, და არა დაჩუეულ ვიყვენით მოღუაწებასა, არცა სრულიად შეგუეყუარა სათნოებაჲ, არცა გუესწავა კეთილად გამორჩევაჲ კეთილისაჲ ბოროტისაგან.
Romans 13:12
თარგმანი: ღამედ ამას საწუთროსა იტყჳს და დღედ — მას საუკუნესა.
თარგმანი: ღამედ საწუთროსა ამას უწოდს ცხორებასა, რომლისა შემთხუევანი კეთილთა გინა ჭირთანი არარაჲთ განიყოფებიან სიზმართაგან; ხოლო დღედ — ყოფადსა მას საუკუნესა, რომელსა შინა ცხად იქმნებიან არა ხოლო საქმენი თითოეულისანი, არამედ აწ დაფარულნიცა იგი კეთილნი მის საუ კუნოჲსანი.
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და წესისა სიმდაბლით და მორჩილად, გთხოვთ მომიტევოთ ვისაც რა ვსცოდე, და რაც ვაწყენინე წარსული წლის განმავლობაში სიტყვით, გინა საქმით, ნებით გინა უნებლიდ. ჩემის მხრითგანაც ვაძლევ შენდობასა ყოველთა ვინც რა შემცოდა და მაწყენინა.
ახლა შეუდგეთ ჩვეულებრივსა უბნობასა, ანუ მოძღვრებასა. დღეს მე აღვარჩიე განმარტება ანუ აღსნა დღევანდელისა სამოციქულოისა, რადგანაც დღევანდელი სამოციქულოს სწავლა შეადგენს მშვენიერსა შესავალსა, ანუ დასაწყისსა, დიდისა მარხვისა. იქნება ზოგიერთმა თქვენ შორის არ იცის, რომ წმინდამან ეკლესიამან ყოველი დღესასწაულისათვის და კვირიაკესათვის...
ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა. რისთვის? მისთვის, რომელ წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და...
...ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა სიყვარულით შეკრას და შეაერთოს სრულიად საქართველო, რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ „ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე;
მაშ განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით“ ().
ძმანო და დანო, გიხაროდეთ,
ქრიტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
პასექი ქრისტესი, თბილისი, 1998 წ.
...არეთ მცხოვრებთა:
„მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა“, ამინ.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო
ქრისტე აღდგა!
„ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ“ ();
პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი. მისი მადლით აღვსილი ყველას სიყვარულით გილოცავთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგა მშვიდობა და ნათელი სოფლისა, აღდგა სიბრძნე და ჭეშმარიტება, აღდგა მეორე ადამი - ღმერთი ვნებული, უფალი უფლებათა. სხეულს გაყრილმა მისმა ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრა საკრველნი სიკუდილისა, ბჭენი ჯოჯოხეთისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა.
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს(); „ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღ...
...დ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“. და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევიან მას შინა.
სწავლაჲ ნვ მოწყალებისათჳს
მორწმუნეთა უკუე ასწავებდა იგი და იტყოდა, ვითარმედ: „ღამე წარვალს, და დღე მოახლებულ არს“, ვითარმცა ეგულებოდა მათ დიდებისა მის მოღებად და ნათლისა საუკუნოჲსა. და „ღამედ“ ძუელსა მას კაცსა სახელ-სდებს და ძუელსა მას ცხორებასა, რამეთუ იტყჳს: „აღვიძუარცნეთ საქმენი ბნელისანი“. ჰხედავა, რამეთუ ბოროტთა საქმეთა ქმნასა უწესს „ღამ...
...აცათუმცა შორს იყო, არავე ჯერ-არს უდებებაჲ, რამეთუ კაცად-კაცადისა აღსასრული კართა ზედა არს. და რომელი-იგი წარვიდეს ამიერ სოფლით, მის ზედა მოწევნულ არს ჟამი სასჯელისაჲ. ხოლო რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა შორს არს დიდისა მისცა სასჯელისა ჟამი, ისმინე, რასა პავლე ღაღადებს: „ღამე იგი განგუეშორა, და ნათელი შემოგუეახლა“; და კუალად იტყჳს: „მცირედღა, წუთერთ, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“. რამეთუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“. გულისჴმა-ყავთ კეთილად თქუმული ესე. არა თქუა, თუ: ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ: ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ; და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „საწამებელად წარმართთა“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ არა თუ მოელის, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს და ესრეთ მოვიდეს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „საწამებელად წარმართთა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენელად, სამხილებელად და დასასჯელად მა-თა, რომელთაცა არა ჰრწმენა.
ხოლო ჩუენ ესე ყოველი გუესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარ...