მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 13:14

13. Let us walk honestly, as in the day; not in rioting and drunkenness, not in chambering and wantonness, not in strife and envying.14. But put ye on the Lord Jesus Christ, and make not provision for the flesh, to fulfil the lusts thereof.
Romans თავი 13
14. But put ye on the Lord Jesus Christ, and make not provision for the flesh, to fulfil the lusts thereof.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით, ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა ბილწებისაჲთა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ნუ ჰყოფთ გულისთქუმათა ზედა (13,14).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ შევჰრაცხოთ, ვითარმედ აწვე მოწევნულ არს საუკუნოჲ იგი დღე, და ვითარცა მას შინა მყოფნი, სათნოებითა შემოსილნი ვიდოდით.

თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე (13,14).:

თარგმანი: ამით გამოჩნდების შემოსაჲ ქრისტესი, რაჟამს მოქმედ ვიყვნეთ ყოველთა სათნოებათა, ვინაჲცა განუშორებელ ყოფასა სათნოებათასა უწოდს შემოსად ქრისტესსა, რამეთუ ესე არს შემოსაჲ მისი, რაჲთა განუშიშულებელ ვიყვნეთ მადლთაგან მისთა, რომელ არიან სათნოებანი.

მოძღვრება კვირიაკესა ზედა ყველიერისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და წესისა სიმდაბლით და მორჩილად, გთხოვთ მომიტევოთ ვისაც რა ვსცოდე, და რაც ვაწყენინე წარსული წლის განმავლობაში სიტყვით, გინა საქმით, ნებით გინა უნებლიდ. ჩემის მხრითგანაც ვაძლევ შენდობასა ყოველთა ვინც რა შემცოდა და მაწყენინა.

ახლა შეუდგეთ ჩვეულებრივსა უბნობასა, ანუ მოძღვრებასა. დღეს მე აღვარჩიე განმარტება ანუ აღსნა დღევანდელისა სამოციქულოისა, რადგანაც დღევანდელი სამოციქულოს სწავლა შეადგენს მშვენიერსა შესავალსა, ანუ დასაწყისსა, დიდისა მარხვისა. იქნება ზოგიერთმა თქვენ შორის არ იცის, რომ წმინდამან ეკლესიამან ყოველი დღესასწაულისათვის და კვირიაკესათვის...

სრულად ნახვა
მოძღვრება ოთხშაბათსა დიდ მარხვის პირველის კვირიაკისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა. რისთვის? მისთვის, რომელ წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და...

სრულად ნახვა
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28):

...ი უფსკრულში მიექანება, თავის გონებას ახრჩობს და ბოლოს, როგორც ცოცხალი მკვდარი, წევს — ხშირად ბოროტი ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ სიკეთისთვის მკვდრებზე მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია.

3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28)

ამიტომ გევედრებით, ნეტარი პავლეს მსგავსად: „ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ" (); განმტკიცდით და გაამრავლეთ მოშურნეობა და მზრუნველობა სულიერ საქმეთა აღსრულებისათვის. ყოველივე ამაზე ძმებთან ისაუბრეთ და დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ სულიერ საზრდოს ნურასოდეს მოიკვეთენ; დაე, სადილის შემდეგაც მოდიოდნენ აქ სრული მოშურნეობით, რათა, აქ შეგონების მიღებით, მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის მზაკვრობებს წინ. ახლა კი ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზებთ: საყვარელნო, მოსმენის მოშურნეობისთვის დაგაჯილდოებთ და ვალსაც გადავიხდით, რომელიც გვმართებს. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ ადამიანის შექმნაზე საუბარი რომ დავიწყეთ, დროის სიმცირის გამო მთელ საკითხავს ვერ განვიხილეთ, არამედ სწავლება მხეცებზე მსჯელობით დავასრულეთ, სადაც ვაჩვენეთ, რომ ადამიანს თავიდან მათზე ხელმწიფება ჰქონდა, მაგრამ ურჩობის ცოდვის გამო ის დაკარგა. ამიტომ დღეს გვინდა, რომ დანარჩენიც გაცნობოთ და ასე გაგიშვათ აქედან. ხოლო, რათა ჩვენი სიტყვა თქვენთვის ნათელი იყოს, უნდა შე...

სრულად ნახვა