მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 14:1

1. Him that is weak in the faith receive ye, but not to doubtful disputations.2. For one believeth that he may eat all things: another, who is weak, eateth herbs.
Romans თავი 14
1. Him that is weak in the faith receive ye, but not to doubtful disputations.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით, ნუცა გულისსიტყჳთ. რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,1-2).:

თარგმანი: იყვნეს ვინმე ჰურიათაგანნი მორწმუნე-ქმნილნი, რომელთა ჯერეთ ფრიადი აქუნდა კრძალვაჲ საჭმელთაჲ, ვითარცა შეგინებულად შერაცხილთაჲ, ხოლო რომელნი-იგი სრულ იყვნეს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებით ჭამდეს ყოველსავე წინადაგებულსა. და ამათ კეთილადმორწმუნეთა ამცნებს მოციქული, რაჲთა ვითარცა სრულთა და ყოვლად მრთელთა, შეიწყნარონ ჯერეთ უძლური იგი სარწმუნოებითა, რომლისა ფრიად რაჲმე სამხილებელ ჰყოფს სიტყუათა ამათ, რამეთუ უწოდს უძლურად სარწმუნოებითა, და ძნიად შესაწყნარებელად, და მიზეზად ორგულებისა ყოველთა მახლობელთა მათთა. ვინაჲცა სარწმუნოებით მჭამელსა მას აქებს, ვითარცა სრულსა, ხოლო მხლის მჭამელსა მას უძლურად უწოდს; რამეთუ არა გულისსიტყჳთა მარხვისაჲთა, არამედ ურწმუნოებისაჲთა იყო მარხვაჲ იგი მათი, ვინაჲთგან განეყენნეს ჭამასა ჴორცისასა, მხოლოდ მიზეზითა ამით, რამეთუ საძაგელ უჩნდა მათ ჴორცი ღორისაჲ. ამისთჳს განეყენნეს ჭამასა ყოვლისავე ჴორცისასა, რაჲთა არა განცხადნეს ურწმუნოებაჲ იგი მათი, და რეცა ვითარცა მმარხველნი, მხალსა ჭამდეს.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებითა და გულისსიტყჳთა, რამეთუ რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,1-2).:

თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიებასა არა ჭამდეს, და ეძაგებოდა ჭამაჲ მათი, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად შჯულისა, ხოლო კუალად უკუეთუ ღორისასა ოდენმცა განეყენნეს, და სხუათა მათ, რომელთა ჰურიებასა შინა არა ჭამდეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორის. ამისთჳს სრულიად აღკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს სხუათა მიერ, და არა შჯულისა ჰურიათაჲსა დამარხვად. და კუალად იყვნეს სხუანი ჰურიანი მოქცეულნი, რომელთა მტკიცედ ჰრწმენა და არღარა აქუნდა ჰურიებრივი რიდობაჲ, და მრიდობელთა მათ აბრალებდიან და შეაწუხებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა, ნუ-უკუე ვიდრე მცირედისა განმართლებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმიდნენ იგინი. ამისთჳს ეტყჳს მტკიცეთა მათ მორწმუნეთა, ვითარმედ: უძლური იგი სარწმუნოებითა და ვერ-მტკიცე შეიწყნარეთ, და ნუ ორგულებთ, ნუცა გულისსიტყუანი გქონან თუ ბოროტსა იქმთ, არამედ სულგრძელ ექმენით და თჳთ მოიქცეს, რამეთუ რომელსა კეთილად და მტკიცედ ჰრწამნ, იგი ყოველსავე ჭამნ, ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა — მხალსა ჭამნ....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულგრძელება ყოველთა მიმართ და მადლობა:

...ეს 5:14), და აქ უძლურებად რწმენაში უძლურებს გულისხმობს; რადგან უძლურება რწმენის მხრივაც ხდება. მაგრამ ნახე, როგორ არ უშვებს, რომ უძლურნი ზიზღით მოიშორონ. სხვა ადგილასაც წერდა და ამბობდა: „და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). რადგან ჩვენს სხეულებშიც უძლურ ნაწილს დაღუპვას არ ვანებებთ.

ამბობს: „სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ." () მაშ, რა? უწესოთა მიმართაც? ფრიადაც; რადგან განსაკუთრებით მოძღვრისთვის ამ წამალს არაფერი ედრება, და მორჩილთათვისაც არაფერია ასეთი გამოსადეგი; ამ წამალს უეჭველად შეუძლია შეარცხვინოს და მოკრძალებაში მოიყვანოს ყველაზე ველური და უსირცხვილო ადამიანიც. დააკვირდით: „ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ;" () თუ ბოროტის წილ ბოროტის მიგება ა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:41-46 — უმოწყალოთა განკითხვა:

...ი სამშობლოსაგან გაუცხოებულს, თან წაიყვანე, ანუ ზეცაში მასთან ერთად შენც ადი და ისიც შეიყვანე, რათა სხვათათვის მქადაგებელი თვითონ არ დარჩე უღირსად; უკეთუ ვინმემ უხრწნელი სამოსელი განიძარცვა, რომელიც ნათლისღებით ებოძა და გაშიშვლდა, შემოსე და უძლური იგი სარწმუნოებითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიწყნარე (). საპყრობილეში ამ ბნელ სხეულსა შინა, ჩამწყვდეული ინახულე და ვითარცა რაღაც ნათელი, შეგონება მიუძღვენი. ყველა ეს სახე სიყვარულისა ხორციელად, უმეტესად კი, სულიერად აღასრულე; რადგანაც ჩვენ ორი ნაწილისაგან - სულისა და სხეულისაგან შევდგებით, საქმეთა აღსრულებაც ორგვარადაა შესაძლებელი.

სრულად ნახვა
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით (13,4).:

...ებასა მტანჯველობისასა, რაჲთა აქავე ტანჯვითა საუკუნოდ ტანჯვისაგან გჳჴსნნეს.

მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით (13,4).

თარგმანი: უძლურება ეწოდების სნეულებასა ჴორცთასა. და კუალად, უძლურება ითქუმის მცირედმორწმუნეობაჲ, რომლისათჳს გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: "უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). და კუალად, უძლურება ეწოდების შემთხუევასა განსაცდელთასა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების, და "ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა". და თჳთვე თარგმნის: ესე იგი არს გინებათა შინა, დევნულებათა და ჭირთა, ვინაჲცა ამათ სამთა სახეთაგან უძლურებისათა მესამითა ამით უძლურებითა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი, რამეთუ თავს-იდვა განცემაჲ, გინებაჲ, ბასრობაჲ და ყუედრებაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იჭჳსა მისებრ წარმართთაჲსა სულელად ღმრთისა უწოდა ჯუარსა და უძლურად ღმრთისა. ეგრეთვე აქა, იჭჳსაებრ ურწმუნოთაჲსა, იტყჳს უძლურებით ჯუარცუმასა მისსა, რომელმან-იგი ძლიერებითა ჯუარცუმისაჲთა მოაოჴრა სიკუდილი და ჯოჯოხეთი.

მოციქულისაჲ: არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა (13,4).

თარგმანი: გესმეს რაჲ ძალი ღმრთისაჲ განმაცხოველებელად ჴორცთა მხოლოდშობილისა ძისათა, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თჳთ იგი თავა...

სრულად ნახვა