თარგმანი: დაცხრომაჲ ჰნებავს შფოთებისა მათისაჲ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა საჭმელთა და სასუმელთა მიერ იქმნების ღონე სათნო-ყოფისაჲ, შემყვანებელი ჩუენდა სასუფეველსა ღმრთისასა, არამედ მშჳდობითა და სიმართლითა და სიხარულითა მით, რომელი მოგუეცემის სათნოებით მოქალაქობისაგან, ვინაჲთგან უკუე იქმნების მშჳდობაჲ და სიხარული ბილწთაცა ზედა საქმეთა. ამისთჳს მშჳდობასა თანა დასდებს სიმართლესა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ იგი ერთობაჲ საქებელ არს ძმათაჲ, რომელი სიმართლითა სულიერითა იქმნებოდის და ჭეშმარიტისა მშჳდობისა მიმართ მიუძღოდის, ხოლო სიხარულსა გჳბრძანებს არარაჲსა სოფლიოჲსა და საეშმაკოჲსა მიერ, არამედ სულითა წმიდითა. ესე იგი არს, ვითარმედ მით სიხარულითა ჯერ-არს სიხარული, რომელსა შემოიღებდეს ჩუენ შორის მოქმდებაჲ სათნოებათაჲ, ჩუენ თანა დამკჳდრებითა სულისა წმიდისაჲთა.
Romans 14:17
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, თუმცა ვინაჲთგან შენ ყოველსა შჭამ სარწმუნოებით, ამისთჳს ჰყო დაბრკოლებაჲ მხილებითა მით ჭამადისაჲთა ძმისა მის, და განსდევნო იგი სრულიად ქრისტიანობისაგან, რამეთუ ქრისტე მისთჳსცა მოკუდა, არა თუ შენთჳს ოდენ. ამისთჳს გიღირს განგებულებით მის თანა აყოლაჲ, რაჲთა არა განაგდო იგი სარწმუნოებისაგან და საგმობელ ჰყო შენითა უგულისჴმოებითა კეთილი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი. რამეთუ არა თუ ჭამამანმცა ჴორცისამან ანუ სხჳსა რაჲსამან ოდენ შეგიყვანა სასუფეველად; რამეთუ არა არს იგი საჭმლისა სასყიდელ ანუ სასუმლისა, არამედ სიმართლითა მოიგების და სიხარულითა და მშჳდობითა, სულისა წმიდისა მიერ მოგებულითა, და რომელი ამას სწავლასა შინა ჰმონებდესო ქრისტესა, იგი არს სათნო წინაშე ღმრთისა და კაცთა.
თარგმანი: რამეთუ არა თუ ჭამაჲ ოდენ ჴორცისაჲ ანუ სხჳსა რაჲსაჲმე გერგოს სასუფეველად შეყვანებად, არამედ საქმენი გიჴმან კეთილნი და მშჳდობაჲ ძმათა მიმართ.
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან გამოუცხადა თავი თვისი სოფელსა და იწყო ქადაგება სახარებისა თვისისა შემდგომად ნათლის-ღებისა იოანესაგან იორდანესა შინა, ხოლო პირველნი სიტყვანი ქადაგებისა მისისანი იყვნენ ესენი: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა. მერმეცა მრავალგზის ახსენებდა მაცხოვარი სიტყვათა შინა თვისთა სასუფეველსა ღვთისასა და უხმობდა მსმენელთა შესვლად მას შინა; და ვინაიდგან წარსულს კვირიაკესა შინა ჩვენ ვიდღესასწაულეთ ნათლის-ღება იესო ქრისტესი, არ იქმნება უდროო, დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რაი არს სასუფეველი ღვთისა, რომლითა მაცხოვარმან ამ ჟამად იწყო ქადაგება თვისი. და რა უნდა ჰქნას კაცმან, რათა ეღირსოს შესვლად სასუფეველსა ამას შინა.
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესულიყვნენ მას შინა. არა ძმანო, სასუფეველი ცათა არის და დაიწყობა ქვეყანასა ზედა, კაცთა შორის; იგი არის უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, ოდეს კაცი დაუმორჩილებს გულსა თვისსა...
...რდობ და შფოთავ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.
თუ გსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოიპოვო (და თანაც მარადიულად), სასუფეველი ღმრთისა უნდა ეძიო, - ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას უნდა ესწრაფვო, რადგან „სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა“ (), - აი, ეს უნდა დავიმახსოვროთ.
ჩემო საყვარელო შვილებო, ძენო და ასულნო ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივკურთხეული ივერიისა: კახელნო და აფხაზნო, აჭარელნო და თუშნო, ჰერნო და სვანნო, ოსნო და მთიელნო, მეგრელნო, გურულნო, სამაჩაბლოსა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნო, ყოველნო ჩვენნო თანამემამულენო, მაშ, შეიყვარეთ სიმართლე და მშვიდობა, განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი და ემსახურეთ ჭეშმარიტებას, რომ „სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს“ თქვენს შორის ().
ჯოჯოხეთის დამსხვრეულ ბჭეთა ზედა ამაღლებული და არამიწიერი ნათლით მოსილი, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვიხმობს, რათა მისი მადლით განმართლებულნი, ვითარცა ფინიკნი, აღვყვავდეთ და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განვმრავლდეთ.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2009 წ.
_[...
...ყალობა უზენაესი ფრთეთა ქვეშე შენსა ყოფნაა, შენს მტილოვანში დამკვიდრვბაა.
ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო! კიდვვ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; იხარეთ და გაახარეთ სხვანიც, ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ... არს, სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (), ამინ!
ქრისტეს აღდგომა, თბილისი, 1984.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.