მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 14:6

5. One man esteemeth one day above another: another esteemeth every day alike. Let every man be fully persuaded in his own mind.6. He that regardeth the day, regardeth it unto the Lord; and he that regardeth not the day, to the Lord he doth not regard it. He that eateth, eateth to the Lord, for he giveth God thanks; and he that eateth not, to the Lord he eateth not, and giveth God thanks.7. For none of us liveth to himself, and no man dieth to himself.
Romans თავი 14
6. He that regardeth the day, regardeth it unto the Lord; and he that regardeth not the day, to the Lord he doth not regard it. He that eateth, eateth to the Lord, for he giveth God thanks; and he that eateth not, to the Lord he eateth not, and giveth God thanks.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს (14,6).:

თარგმანი: რასა ზრახავს? — გარნა ამას, რამეთუ რაჟამს ეკრძალებოდის საჭმელთა, ეშინის გარდასლვისაგან ძუელისა მის შჯულისა, რომელი უბრძანებს ამის რაჲსმე ჭამასა და იმის რაისმე არა-ჭამასა. ხოლო სხუაჲ იგი, რასა არა ზრახავს? წღ-გარნა რამეთუ ქრისტეს მიერ თავისუფალ ქმნილი არღარა ჰმონებს შჯულსა, არამედ ყოველსავე წინადაგებულსა მადლობით მიიღებს და არარას შეჰრაცხს შეგინებულად ღმრთისა მიერ დაბადებულთაგანსა. ამისთჳს ორნივე იგი შეიწყნარებიან მოციქულისაგან, რომელი ფუფუნებით ზრდის სიჩჩოებასა მათსა.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი-იგი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს (14,6).:

თარგმანი: რომელნიმე იმარხვიდეს ყოველთა დღეთა, და რომელნიმე რომელთამე იმარხვიდეს, ვითარ ოთხშაბათ-პარასკევსა, ანუ სხუათა რომელთამე, და ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: რომელი განიზრახვიდეს განჩინებულთა მათ დღეთა მარხვად, ღმრთისათჳსვე იქმს და საღმრთოსა შჯულსა; და რომელსა არა უჩნს დღე მარხვისაჲ, — იგიცა ღმრთისათჳს ყოვლისავე დღისა სწორითა პატივითა გარდაიჴდის, რამეთუ ყოველთავე დღეთა ღმრთისა მიერ შექმნილთა იცნობს; და ყოველი, რომელიცა ღმრთისათჳს ვინ ყოს, კეთილ არს.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელი ჭამს, უფლისად ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა (14,6).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მადლობაჲ უფლისაჲ ჯერ-არს და მართალი სარწმუნოვებაჲ. და საცნაურ არს, ვითარმედ, რომელი ჭამს, იგი ჰმადლობს კეთილად უფალსა, ხოლო რომელი არა ჭამდეს, იგი რჩულსა ძუელსა ჰმორჩილობს და ვითარ ჰმადლობდეს უფალსა ჯერისაებრ?

საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სათნოების მრავალი გზა:

...ჩვენგან გაგონილი გადაეცით და აჩვენეთ, რომ ამ სწავლებათა მოსმენის უღირსი არ არის ის, ვინც ზომიერად ჭამს და სვამს, არამედ უზრუნველი და სიამოვნებებს მიცემული ადამიანი. მოციქულის სიტყვებიც შეახსენეთ: „რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა" (). ამრიგად, მარხულიც ღმერთს მადლობს იმისთვის, რომ მარხვის შრომის ატანის ძალა ჰქონდა; ჭამელიც ღმერთს მადლობს, რადგან ეს არაფრით ავნებს მისი სულის ცხონებას, ოღონდ ისურვოს. კაცთმოყვარემ ღმერთმა უთვალავი გზა გაგვიხსნა, რომლებითაც, თუ ვინებებთ, უდიდეს კადნიერებას (ღვთის წინაშე) მივაღწევთ. ყოველივე ამის შესახებ საკმაოდ ვისაუბრეთ არმოსულთა გულისთვის: სირცხვილის საბაბი წავართვით და ვაჩვენეთ, რომ ამისა არ უნდა რცხვენოდეთ, რადგან სირცხვილს არა ჭამა, არამედ ბოროტის ქმნა მოგვაყენებს. დიდი სირცხვილი — ესაა ცოდვა! თუ მას ჩავიდენთ, მაშინ გვმართებს არა მხოლოდ შერცხვენა, არამედ პირის დაფარვა და უბედურთ უნდა ვუწოდოთ საკუთარ თავს, როგორც შეცოდებულთ. უფრო სწორად — მაშინაც არ უნდა სასოწარვეთქმა, არამედ სინანულისა და გამოსწორებისკენ ვისწრაფოთ. ჩვენი მეუფე ასეთია, რომ თუ უზრუნველობით ცოდვას ჩავიდენთ, სხვას არაფერს ითხოვს ჩვენგან, გარდა იმისა, რომ შეცო...

სრულად ნახვა