მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 15:14

13. Now the God of hope fill you with all joy and peace in believing, that ye may abound in hope, through the power of the Holy Ghost.14. And I myself also am persuaded of you, my brethren, that ye also are full of goodness, filled with all knowledge, able also to admonish one another.15. Nevertheless, brethren, I have written the more boldly unto you in some sort, as putting you in mind, because of the grace that is given to me of God,
Romans თავი 15
14. And I myself also am persuaded of you, my brethren, that ye also are full of goodness, filled with all knowledge, able also to admonish one another.
თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ: თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად (15,14).:

თარგმანი: რაჲთა მიჴმსო სხუათა მიერ სწავლად, არამედ თჳთ უწყი აღსავსე ყოფაჲ თქუენი სახიერებითა. სახიერებად უწოდს ყოველთა სათნოებათა მიერ შეზავებულებასა, ხოლო ყოველი მეცნიერებაჲ ესე არს, რაჲთა ჯეროვნად ვინმე უწყოდის ჴუმევაჲ სიყუარულისაჲ; რამეთუ იყვის ვინმე ძმათმოყუარე, ხოლო არა ჯეროვნად მჴუმეველ სიყუარულისა. ამისთჳს უჴმს ძმათმოყუარესა აღსავსე-ყოფაჲ ყოვლითა მეცნიერებითა, რაჲთა ჯეროვნად და საღმრთოდ იჴუმევდეს , და ამას ზედა არა თჳთ ოდენ იყოს არა-მოქენე სწავლისა, არამედ შემძლებელ იყოს მოძღურებად და სწავლად სხუათაცა, რაჲთა საღმრთოდ და წესიერად იყუარებოდინ ურთიერთას.

თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუჲსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუჲს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).:

მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალთა საქმეთათჳს ამხილა და აბრალა, აწ მცირედ ახარებს სიტყჳთა, ვითარმედ: მრწამს და ვიცი, რამეთუ სავსე ხართ ყოველთა კეთილითა და სიბრძნითა. გარნა მეცა, ვინაჲთგან მოციქულად წარმართთა...

სრულად ნახვა
საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მეორე დღე და სულიერი საზრდოს აუცილებლობა (1:8):

...ისაც შეუძლია ლაპარაკი; პირიქით, თქვენ, ღვთის მადლით, შეგიძლიათ, რომ ჩვენ ქვებზე უხმოდ რომ ვყოფილიყავით, ჩვენი უმოქმედობა გაგეღვიძებინათ, ძილი გაგეფანტეთ და რაიმე სასარგებლო და მაშენებელი გაგვეთქმევინებინათ. რადგან თქვენ ღვთისგან ხართ ისე ნასწავლნი, რომ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად" (), გთხოვთ, თუ ოდესმე, განსაკუთრებით მარხვის დროს, შეუდექით ღვთისთვის სათნო სათნოების ცხოვრებას, და ნუ მოგეწყინოთ ჩვენი სიტყვა, თუ ყოველდღე ერთსა და იმავეს ვიტყვით. ერთისა და იმავეს თქმა, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს" (). ჩვენი სული, დაუდევარი რომ არის, მუდმივ შეხსენებას საჭიროებს. და როგორც სხეული ყოველდღიურად ხორციელ საზრდოს საჭიროებს, რათა სრულ დაუძლურებასა და უმოქმედობაში არ ჩავარდეს, ასევე სულიც სულიერ საზრდოსა და საუკეთესო ხელმძღვანელობას ითხოვს, რათა, სიკეთის ჩვევაში განმტკიცებული, ბოროტის მზაკვრობათა მიუწვდომელი იყოს.

7. მარხვა, მტრის სიყვარული და ღვთის მიბაძვა

ამრიგად, ყოველდღიურად გამოვიკვლიოთ მისი (სულის) ძალა და არ მოვეშვათ თავის გამოკვლევას; ანგარიში მოვთხოვოთ საკუთარ თავს იმაშიც, რაც ჩვენში შედის, და იმაშიც, რაც გამ...

სრულად ნახვა