თარგმანი: ესეცა დიდი ქებაჲ არს, რაჟამს წამებდეს ჭირთა შინა და ღუაწლთა თანამდგომობასა და ვიდრე სიკუდიდმდე ყოვლისავე თავს-დებასა, წარსამართებელად სახარებისა, ხოლო თანამდგომობასა და შეწევნასა იტყჳს ანუ ქადაგებითა სიტყუასა მოძღურებისასა ანუ მინიჭებითა მათდა საჴმართაჲთა, რომლისათჳს არა ხოლო მოციქული, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი მადლიერ იყვნეს, ხოლო სახლად-სახლადობაჲ კრებულთა მათთაჲ ორ სახედ გულისჴმა-იყოფების: ანუ რამეთუ ესოდენ რჩეულ იყვნეს, ვიდრეღა სახლი მათი ეკლესია ყვეს; ანუ ესოდენ მორწმუნე იყვნეს ყოვლით სახლეულითურთ, ვიდრემდის თჳთ სახლებიცა კაცად-კაცადისა მათისაჲ ეკლესია იყო, ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: სახლად-სახლად ეკლესიანი მათნი. ესე იგი არს, ვითარმედ ანუ თჳს-თჳს შეექმნა ეკლესიები სახლთა შინა მათთა, ანუ თჳთ სახლები თითოეულისა მათისაჲ მიმსგავსებულ იყო ეკლესიასა ღმრთისასა სიმდიდრითა წესიერებისაჲთა.
Romans 16:4
თარგმანი: დიდი ქებაჲ წარმოთქუა ფიბესი, და ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომელი-იგი თანადამდგომ ექმნა და განუსუენა სანატრელსა მას სულსა პავლესსა.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ ქრისტეს მიმართ (16,3-5).
თარგმანი: ესენი არიან მეპრატაკენი იგი, რომელნი იყოფოდეს კორინთეს პავლეს თანა, ხოლო დიდად აქებს მათ, ვითარმედ "თანა-შემწეთა ჩემთა", რამეთუ თანა-შეეწეოდეს სწავლასა შინა და ჭირთა და განსაცდელთა, რომელთა "სულისა ჩემისათჳს", ესე იგი არს განსუენებისათჳს სულისა ჩემისა" მოუდრიკნეს ქედნი მათნი. რასა მოუდრიკნეს? — გარნა ჭირთა, გუემათა და მახჳლსაცა, რამეთუ არა მე ოდენ მადლიერ ვარო მათდა, არამედ ყოველნი წარმართთა ეკლესიანი, გინა თუ სწავლისათჳს მათ მიერისა, გინა თუ მისაცემლითა ნუგეშინისცემისათჳს, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა...
...სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“** (). სხვები კი ქონებასთან ერთად სულსაც სწირავდნენ. რადგან ამბობს: „რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს“ (). სხვების შესახებაც წერდა და ამბობდა: „შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე“ (). კორინთელებსაც სწერდა პავლე და ამბობდა: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ“ (), ასე თრთოდნენ ისინი მოციქულთა წინაშე და ეშინოდათ მათი. და ლუკაც კვლავ წერდა და ამბობდა: „ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი“ ()....