მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 6:17

16. Know ye not, that to whom ye yield yourselves servants to obey, his servants ye are to whom ye obey; whether of sin unto death, or of obedience unto righteousness?17. But God be thanked, that ye were the servants of sin, but ye have obeyed from the heart that form of doctrine which was delivered you.18. Being then made free from sin, ye became the servants of righteousness.
Romans თავი 6
17. But God be thanked, that ye were the servants of sin, but ye have obeyed from the heart that form of doctrine which was delivered you.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახესა მოძღურებისასა (6,17).:

თარგმანი: ვინაჲთგან შეაშინნა იგინი და განაკრძალნა ცოდვისაგან, აწ კუალად ჰმადლობს ღმერთსა ქველისმოქმედებათა მისთათჳს, და იტყჳს, ვითარმედ: მადლი ღმერთსა, რომელ ესრეთ შეგეწია, რამეთუ დამონებულნი ეგე ცოდვისანი, რომელთა შეგეყუარა იგი და მონა მისა ქმნილ იყვენით, რომელ თჳნიერ იძულებისა, გულისა თქუენისა ნებითა მორჩილ იქმნენით ამის მოძღურებისა სახესა, რომელსა მოეცენით ღმრთისა შეწევნითა. ხოლო რომელსა სახესა? — გარნა ამასო, რაჲთა სიწმიდით იყოფებოდით და ღმერთი გრწმენეს, ვითარცა ჯერ-არს. ხოლო თუ "სახესა მოძღურებისასა" — ესე იგი არს წესსა და კანონსა.

თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა (6,17-18).:

მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მობთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).

თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო მძლავრ - მას, რომელი უნებლიეთ და გარეშე შჯულთა სამეუფოთა უმშჯავროდ მპყრობელ იყოს ქუეყანისა. ამისთჳს აწ მოციქულმან არა თქუა, ვითარმედ: "ნუ ჰმძლავრობნ", არამედ "ნუ მეფობნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა ზედა", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას. არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არაქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“ (11,25-26).:

...აწ უკუე არა ამისთჳს მხიარულ იქმნა, რომელ მათ არა ცნეს, არამედ - რომელ რაჲ-იგი არა ინებეს ცნობად ბრძენთა, გულის-ჴმა-ყვეს წმიდათა მოციქულთა და მათ მიერ სწავლულთა მორწმუნეთა.

იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა“. არა თუ ამისთჳს შეწირა მადლობაჲ პავლე, რომელ მონა ცოდვისა იყვნეს იგინი, არამედ ამისთჳს, რომელ ესევითარნიღა იყვნეს და ესევითართა კეთილთა ღირს იქმნეს. ეგრეთვე უფალი ჰმადლობს მამასა ამისთჳს, რამეთუ რომელ-იგი ბრძენთა არა ინებეს სწავლად, ისწავეს უსწავლელთა, რომელთაცა ჩჩჳლად სახელ-სდვა. ხოლო ბრძნად და მეცნიერად ამას ადგილსა მწიგნობართა მათ იტყჳს და ფარისეველთა, შჯულისმეცნიერთა მათ და სწავლულთა მღდელთა; არა თუ ჭეშმარიტისა სიბრძნისა მეცნიერად იტყჳს, არამედ კაცობრივისა ამის, რომელსა იგინი ჰგონებდეს თავთა თჳსთა ყოფად. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: გამოუცხადე სულელთა, არამედ - ჩჩჳლთა; ესე იგი არს, უმანკოთა, წრფელთა გულითა, განშორებულთა უკეთურებისაგან, რამეთუ ამას მოასწავებს სახელი ჩჩჳლთაჲ.

ხოლო ქადაგებაჲ ესე დიდებული და გამოცხადებაჲ საიდუმლოთაჲ ვინაჲთგან თავადმან ქმნა, მან მოუწოდა მოციქულთა, მან ასწავა; და კუალად უგუნურთა მათ ბრძენთა, რომელნი ბ...

სრულად ნახვა